ემანუელ მაკრონი (41 წლის)
  • საფრანგეთის პრეზიდენტი
  • 21 დეკემბერი, 1977 წელი - დაიბადა ამიენში, საფრანგეთში
  • დაამთავრა დასავლეთ პარიზის ნანტერ ლა დეფანსის უნივერსიტეტი და მოიპოვა ბაკალავსრის ხარისხი ფილოსოფიაში. ასევე, დამთავრებული აქვს პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტი, სადაც მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობაში. 

  • პოლიტიკის მეცნიერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი. აღნიშნულ პოსტს 2017 წლის მაისიდან იკავებს. 
    უნივერსიტეტის დამთვრების შემდეგ, მაკრონმა 2004 წელს მუშაობა დაიწყო საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. 2008 წელს, ნიკოლა სარკოზის გაპრეზიდენტების შემდეგ, მაკრონი საჯარო სამსახურიდან წამოვიდა და საინვესტიციო ბანკში „Rothschild & Co“ -ში დაიწყო მუშაობა. ოთხი წლის განმავლობაში რიგითი ანალიტიკოსიდან მილიონერად და პარტნიორ-ბანკირად გადაიქცა. პროფესიულ წრეებში, მას “ფინანსურ მოცარტს” ეძახდნენ.
    მაკრონი პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის ახლო გარემოცვაში მანუელ ვალსის რეკომენდაციით მოხვდა. თავიდან ის მუშაობდა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და აპარატის გენერალური მდივნის მოადგილედ. ორ წელიწადში, 2014 წლის 26 აგვისტოს კი ეკონომიკის, წარმოების და ციფრული ტექნოლოგიების მინისტრი გახდა. ცნობილია ეგრეთ წოდებული “მაკრონის კანონი” - ეკონომიკური რეფორმების პაკეტი, რომელიც, სპეციალისტების თქმით, იმდენად არაერთგვაროვანი იყო, რომ მის მხარდაჭერაზე უმრავლესობაში მყოფი სოციალისტი დეპუტატებიდან ნაწილმა უარი თქვა. 2016 წლის 30 აგვისტოს ის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან გადადგა, რათა 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიეღო მონაწილეობა. გადადგომამდე რამდენიმე თვით ადრე, შექმნა საკუთარი ცენტრისტული მოძრაობა “წინ!”, რასაც მისი ყოფილი გუნდის წევრებისა და თავად პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის მხრიდან, დიდი უკმაყოფილება და სპეკულაციები მოჰყვა. გადადგომის შემდეგ ის მედიის გასაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ტაბლოიდებმა მას ახალი სექსსიმბოლო უწოდეს. პრესა მას ვუნდერკინდად და ახალი ტალღის პოლიტიკოსად მოიხსენიებდა. 2016 წელს მაკრონმა გამოსცა წიგნი „რევოლუცია“, რომელშიც საკუთარ თავს "მემარცხენე" და "ლიბერალი" უწოდა. 
    2017 წლის 14 მაის, 39 წლის მაკრონი საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი გახდა. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო კამპანიას სპეკულაციების გარეშე არ ჩაუვლია. ტაბლოდები მაკრონისა და მისი ცოლის, ბრიჯიტის ასაკობრივ სხვაობაზე ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას. არჩევნების დროს, ბრიჯიტი 64 წლისა, ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტი 39 წლის იყო. მიუხედავად ამისა, წყვილი ფრანგ ამომრჩევლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. თუმცა, პოპულარობა დიდხანს არ გაგრძელდა. 
    2018 წელს, მაკრონმა ფრიად არაპოპულარული ნაბიჯი გადადგა და საწვავზე ფასის ზრდა დაანონსა, რამაც მოსახლეობაში სერიოზული პროესტი გამოიწვია. დაიწყო მოსახლეობის მასობრივი გამოსვლები, რომელიც ანტი-სამთავრობო პროტესტში გადაიზარდა. აქციების მიმდინარეობისას დაიღუპა 7 ადამიანი. დაშავებულთა და დაკავებულთა რიცხვი რამდენიმე ათასს აღწევს. 2019 წლის მარტის მონაცემებით, მაკრონის რეიტინგი 23%-მდე დაეცა.

  • ჰყავს ცოლი - ბრიჯიტ მაკრონი, საფრანგეთის პირველი ლედი, ხოლო წარსულში, სკოლის მასწავლებელი. დედა - ფრანსუაზა მაკრონი, ფიზიკოსი, ხოლო მამა - ჟან-მიშელ მაკრონი, ნევროლოგი.

  • არის საფრანგეთის მოქალაქე
  • მეგობრობს ჯასტინ ტრუდოსთან, ნიკოლა სარკოზისთან, ანგელა მერკელთან...

ეს პერსონა
Top