რამზან კადიროვი (43 წლის)
  • ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
  • 05 იანვარი, 1976 წელი - დაიბადა ცენტაროიში
  • პოლიტიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური და მოძრაობა  „ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის“ ყოფილი წევრი. 
    რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილი ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, პატარაობიდან ჩაერთო პოლიტიკაში. ჩეჩნეთის პირველ ომში, მამამისის გვერდით, რუსების წინააღმდეგ იბრძოდა. ომის შემდეგ, რამზანი მამის პირადი მცველი  და მძღოლი იყო. ჩეჩნეთის მეორე ომში, 1999 წელს კადიროვის კლანმა მოსკოვთან ალიანსი შექმნა, რომლის შემდეგაც რუსეთმა კონტროლი აღადგინა სეპარატისტულ ანკლავზე.
    მამამისის მკვლელობის შემდეგ, 2004 წელს რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 2005 წელს კადიროვი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემცვლელად დაინიშნა. მან დაუყონებლივ გაატარა შარიათის კანონების იმპლიმენტირება: აკრძალა აზარტული თამაშები და ალკოჰოლის წარმოება. 2006 წელს, პრემიერ-მინისტრის, სერგეი აბრამოვის გადადგომის შემდეგ, რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის მმართველობას ჩაუდგა სათავეში. ამას მოჰყვა კადიროვის ბრძანება, რომელიც ქალებს თავსაბურავის ტარებას აიძულებდა. 2007 წლის 15 თებერვალს, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლითაც კადიროვი ჩეჩნეთის მოქმედი პრეზიდენტი უნდა გამხდარიყო. ჩეჩნეთის პარლამენტმა პუტინის ნომინაცია მოიწონეს და კადიროვი ერთხმად დაამტკიცეს პრეზიდენტის პოსტზე. აღსანიშნავია, რომ კადიროვმა თანამდებობებზე საკუთარი ნათესავები ან ახლო მეგობრები დანიშნა. 
    გაპრეზიდენტების შემდეგ, მალევე დაიძრა ხმები პრეზიდენტის მდიდრული ცხოვრების შესახებ. კადიროვი თავადაც არ ერიდებოდა ძვირადღირებული გატაცებების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებას. ის Instagram-ის მომხმარებელი იყო, სადაც  თავისი სასახლის, ცხოველების, მანქანებისა და ძვირადღირებული ნივთების შესახებ პოსტებს აქტიურად აქვეყნებდა. 2017 წლის 23 დეკემბრიდან, მისი  Facebook-ისა და Instagram-ის გვერდები დაიბლოკა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ყოველივე ეს, აშშ-ის მიერ დაწესებული  სავაჭრო სანქციების შემადგენელი ნაწილი იყო. 
    კადიროვი საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ დაადანაშაულა ადამინის უფლებათა შელახვასა და წამებაში. მის სახელს უკავშირებენ ცნობილი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას სიკვდილსაც, რომელიც ყველაზე ხმამაღლა ამხელდა ჩეჩენთა მიმართ ჩადენილ სისასტიკეს და იცავდა ჩეჩენთა უფლებებს. 2017 წელს საერთაშორისო მედია იუწყებოდა, რომ რეგიონის მასშტაბით ჰომოსექსუალი კაცები დააკავეს და ჩეჩნეთში აწამეს. საუბარია 100 მეტ მამაკაცზე, რომელთაგან რამდენიმე ცოცხალი აღარავის უნახავს. ამისდა საპასუხოდ, კადიროვმა განაცხადა, რომ: „ჩეჩნეთსი გეები არ გვყავს... და თუ არიან, წაიყვანეთ კანადაში, ჩვენგან შორს...ასე გაიწმინდება სისხლი".
    2019 წელს ჩეჩნეთის ავტონომიურ რესპუბილიკის ქალაქ შალიში ევროპის ყველაზე დიდი მეჩეთი გაიხსნა, რომლის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო. სალოცავი ორჯერ უფრო დიდია, ვიდრე ცნობილი ცისფერი მეჩეთი სტამბულში.
    აღსანიშნავია მისი დამოკიდებულება საქართველოსადმი. 2009 წელს, სააგენტო როიტერსთან რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ დასავლეთის ზეგავლენის ქვეშ მყოფი საქართველო და უკრაინა რუსეთისთვის ავადმყოფობაა, რომლის ლიკვიდირებას შეტევა სჭირდება და საამისოდ რუსეთს არმიაც ჰყავს და ტექნოლოგიებიც აქვს. ნიშანდობლივია, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 2008 წლის 9 აგვისტოს, დილით, ცხინვალში ჩეჩნური ბატალიონი "ვოსტოკი" შევიდა.  
    რაც შეეხება უახლოეს წარსულს, 2019 წლის 20 და 21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელსაც „გავრილოვის ღამე“ უწოდეს, კადიროვი აღაშფოთა და საქართველოს დაემუქრა: „თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია... [...]დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს დახმარების ხელი გამოგიწოდოთ“.  

  • ჰყავს ცოლი - მედნი მუსაევნა კადიროვა, მოდის სახლის მფლობელი, რომელიც 1996 წელს მოიყვანა ცოლად. ჰყავთ 12 შვილი. 

  • არის რუსეთის მოქალაქე
  • მეგობრობს ტიმურ იუნუსოვთან(Тимати), სტივენ სიგალთან, ხაბიბ ნურმაგედოვთან, ფლოიდ მეივეზერთან ...

ეს პერსონა
Top