ალხას კვიცინია
  • ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტია „ამაცხარას“ თავმჯდომარე
  • დაამთავრა საქართველოს ინსტიტუტის სუბტროპიკული ეკონომიკის ფაკულტეტი აგრონომის სპეციალობით

  • აგრონომი
  • ეს პერსონა ცობილია, როგორც „აფხაზეთის ომის“ ვეტერანების მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია „ამაცხარას“ სოხუმის განყოფილების ხელმძღვანელი. ის ფართო საზოგადოებამ გაიცნო მას შემდეგ, რაც აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 2019 წლის აგვისტოში, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა და ის ერთადეთი კანდიდატი იყო ამ არჩვენებისა, რომელმაც მეორე ტურში რაულ ხაჯიმბასთან ერთად შეძლო გადასვლა. თუმცა, საბოლოოდ ვერ გაიმარჯვა. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • ალხას კვიცინია 1992-1993 წლებში იბრძოდა „აფხაზეთის ომში“ ქართველების წინააღმდეგ. 2005 წლიდან 2014 წლამდე იყო სოხუმის ადმინისტრაციის უფროსის თანაშემწე. 2015 წლიდან ის „აფხაზეთის ომის“ ვეტერანების მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტიის „ამაცხარას“ სოხუმის განყოფილების ხელმძღვანელი გახდა. 2019 წლის აგვისტოში, ის მონაწილეობას იღებდა ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში. ერთადერთი, რითაც ის გამოირჩეოდა იყო ის, რომ აქტიურად იბრძოდა არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამომრჩეველთა ხმების მოპოვების მიზნით, აცხადებდა, რომ აფხაზეთს საქართველოსთან ურთიერთობა აქვს გასაუმჯობესებელიო და მხარს უჭერდა და დახმარებას ჰპირდებოდა გალელებს, რომელთაც უკანონოდ ჰქონდათ მოქალაქეობა ჩამორთმეული. სწორედ, ამ განცხადებათა საფუძველზე შეძლო მან რაულ ხაჯიმბასთვის კონკურენციის გაწევა, ფაქტობრივად თანაბარი შედეგების გამო, მეორე ტურიც კი გაიმართა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა. ხაჯიმბამ ხმების - 47,38%, ხოლო კვიცინიამ - 46, 19% დააგროვა.  

ეს პერსონა
Top