გიორგი ბეგაძე (46 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 23 ნოემბერი, 1972 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობისა და კვების ეკონომიკის მართვის ფაკულტეტი. არის ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი. გაიარა USAID-ის პროგრამით განხორციელებული კურსი და მიიღო ინსტრუქტორისა და ტრენერის კვალიფიკაცია.

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პარტია „ქართული ოცნებისა“ და საქართველოს პარლამენტის წევრი - რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი. მისთვის პრიორიტეტული განათლების სისტემისა და ტურიზმის განვითარებაა. მხარს უჭერს თბილისის მერის ყველა ინიცატივას და სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით  ეკონომიკის მიმართულებით.  ყოფილი ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის  ამ სფეროში მოღვაწეობას დადებითად აფასებს და თვლის, რომ მან თავისი ქმედებებით ბევრჯერ „ათიანში მოარტყა“. აქტიურად არის ჩართული ტურიზმის სფეროში. მისი თაოსნობით დაარსდა „საქართველოს ტურიზმის ორგანიზაცია“. ასევე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ცენტრის დირექტორია და ამ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

  • ჰყავს მეუღლე ხათუნა ხარაიშვილი და სამი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2005 წელს იყო საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამა „ირმის ნახტომის“ ფინანსური მენეჯერი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და USAID-ის პროგრამის მთავარი ინსტრუქტორი. მუშაობდა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ. არის ICOM-ის წევრი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top