ირაკლი ბერაია (41 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 26 ოქტომბერი, 1978 წელი - დაიბადა სენაკის რაიონში
  • დაამთავრა საქართველოს დიპლომატიური აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობებისა და საგარეო პოლიტიკის დიპლომატიის ფაკულტეტი. სწავლობდა ვესტმინსტერის უნივერსიტეტში ხელოვნების სამაგისტრო პროგრამაზე

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ასევე, სენაკის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი. ბერაია, აქტიურად არის ჩართული სენაკის განვითარებაში. მის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში განხორციელდა სენაკის გაზიფიცირება, ხიდებისა და გზების რეაბილიტაცია. იგი ხშირად ხვდება მოსახლეობას და მათგან ისმენს პრობლემებსა და მოსაგვარებელ საკითხებს. რამდენიმე თვის წინ იმყოფებოდა ბრატისლავაში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე, სადაც აშშ-ს კონგრესმენს ჯერი კონოლის შეხვდა და მადლობა გადაუხადა საქართველოსთან მეგობრობისა და თანამშრობლობისთვის.

  • ჰყავს მეუღლე ხათუნა ბობოხიძე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორად. იყო ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეროვნული საინიციატივო სააგენტოს დირექტორიც. იკავებდა შპს „ქსილოტრანსის“ ტყეებისა და ნედლეულის დეპარტამენტის დირექტორისა და დირექტორის თანაშემწის თანამდებობებს.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top