ვახტანგ გომელაური (44 წლის)
  • შინაგან საქმეთა მინისტრი
  • 24 მარტი, 1975 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია

  • პოლიტიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ორგზის შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ბიძინა ივანიშვილის დაცვის ყოფილი უფროსი. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ვახტანგ გომელაურის ბიოგრაფიას თვალს თუ გადავავლებთ, ვნახავთ, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის ერთგული და გამოცდილი თანაგუნდელია. იგი 2003 წლიდან 2013 წლამდე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოში მუშაობდა და ბიძინა ივანიშვილის დაცვასა და უსაფრთხოებაზე იყო პასუხისმგებელი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, გომელაური ჯერ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ხოლო შემდეგ თავად მინისტრი. 2015 წლის ივლისში კი, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა. სუს-ი არსებული სახით, სწორედ გომელაურის დანიშვნის პერიოდში ჩამოყალიბდა და შესაბამისად, ის იყო ამ ორგანოს პირველი ხელმძღვანელიც. მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს უკავშირდება ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ჩატარება ბერი გაბრიელ-სალოსის ქუჩაზე, რის შედეგადაც სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა გომელაურის ხელმძღვანელობით დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრის ლიკვიდაცია მოახდინა. მათ შორის იყო, ცნობილი ტერორისტი აჰმედ ჩატაევი. ასევე, ამ პერიოდში მოხდა პანკისის სპეცოპერაციაც, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა მოკლეს თემირლან მაჩალიკაშვილი. მაჩალიკავშვილის მამა, სწორედ, გომელაურის მოადგილეს სოსო გოგაშვილს ადანაშაულებდა მისი შვილის მკვლელობაში, თუმცა გომელაური ამაზე აცხადებდა, რომ მისი არც ერთი მოადგილე იმ დროს პანკისში არ იმყოფებოდა. 
    ვახტანგ გომელაურმა, სუს-ის ხელმძღვანელად 2019 წლის 3 სექტემბრამდე იმუშავა. 3 სექტემბერს კი იგი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად დასახელდა, 8 სექტემბერს პარლამენტმა მას ნდობა გამოუცხადა და რიგით მეორედ დაუბრუნდა შსს-ს სამინისტროს. 
    1994-2003 წლებში მუშაობდა სამთავრობო დაცვის სპეციალურ სამსახურში. 

ეს პერსონა
Top