ნინია კაკაბაძე (45 წლის)
  • ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი
  • 15 აპრილი, 1974 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი

  • კინომცოდნე
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ჟურნალისტი. ასევე, მან საზოგადოებას თავი პატრიარქისა და ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელი გამოსვლებითაც დაამახსოვრა. „პატრიარქი უზნეო და მეშჩანი იყო; ეკლესია და პატრიარქი არიან ამ ფარისევლური საზოგადოების შემქმნელებიც და პატრონებიც“ - ეს ის შეურაცხმყოფელი სიტყვებია, რომლითაც ნინია პატრიარქსა და ეკლესიას ახასიათებს და რომლებმაც დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. ის მართმადიდებლობის მაგინებლად შერაცხეს და დიდი ხნის განმავლობაში კრიტიკის საგნად აქციეს. აღსანიშნავია ისიც რომ, ნინია გამოირჩევა აქტიური მხარდაჭერით ლგბტ თემის მიმართ და მუდამ, საჯაროდ აფიშირებს მის დადებით დამოკიდებულებებსა თუ განწყობებს უმცირესობებისადმი.

  • ჰყავს მეუღლე - ზაზა ბიბილაშვილი და ვაჟი. მისი მეუღლე - პარტია „ნაციონალური მოძრაობის“  ერთ-ერთი ლიდერია. ხოლო, ნინიას ძმა - ირაკლი კაკაბაძე ცნობილი მწერალია. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 1997 წლიდან აქტიურად მოღვაწეობდა სხვადასხვა მედია საშულებებში- ტელევიზიაში, რადიოში, ბეჭდურ მედიაში. იყო „მეორე არხის“, „იბერიის“, „რუსთავი 2“-ის, „მაესტროს“, „არტარეას“, „ცხელი შოკოლადის“, გაზეთ „24 საათის“, ჟურნალ „ანაბეჭდისა“ და „ლიბერალის“ ჟურნალისტი. 2009 წლიდან არის „ფონდი ღია-საზოგადოება საქართველოს“ წევრი, ხოლო 2010 წლიდან - არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია კლუბის“ დამფუძნებელი და წევრი. მისი ძირითადი სამუშაო თემებია: თანამედროვე ქართული და მსოფლიო კინო, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ლგბტ უფლებები, სოციალურად დაუცველი ჯგუფები, არასრულწლოვანთა უფლებები, საშინაო პოლიტიკა. 2011 წელს მიენიჭა „ტოლერანტობის ქომაგის“ ტიტული. 2018 წელს კი, პარლამენტმა ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად აირჩია. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას დიდი ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატმა გედი ფოფხაძემ ამ ნაბიჯის გამო „ქართული ოცნებაც“ კი დატოვა, ხოლო მარიამ ჯაშმა კი საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა, კაკაბაძის მხარდაჭერა, მხოლოდ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ მისი არჩევა პატრიარქისა და მართმადიდებლობისთვის საზიანო საქმეს წარმოადგენდა. მიუხედავად მსგავსი რეაქციებისა, ნინია კაკაბაძე დღემდე იკავებს საზმაუს სამეურვე საბჭოში ადგილს. გარდა ჟურნალისტიკაში აქტიური მოღვაწეობისა, აკადემიურ საქმიანობასაც ეწევა და არის ილიას უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ლექტორი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top