ჯარედ კუშნერი (39 წლის)
  • დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი
  • 21 იანვარი, 1981 წელი - დაიბადა ლივინგსტოუნის ოლქში
  • 2003 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტი დაამთავრდა, სადაც მოიპოვა ბაკალავრის დიპლომი სახელმწიფო მართვაში. 2007 წელს ნიუ იორკის უნივერსიტეტის  ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 

  • ბიზნესის მენეჯერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც უძრავი ქონების დეველოპერი, ამერიკელი ინვესტორი და გაზეთის გამომცემელი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე და მისი უფროსი მრჩეველი. 2005 წელს მამამისი ისეთი დანაშაულების ჩადენის გამო დაიჭირეს, როგორებიცაა: გადასახადების გადახდისთვის თავის არიდება, მოწმეთა მოსყიდვა და არალეგალური პოლიტიკური კამპანიებისთვის შემოწირულობების გაკეთება. მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რის შემდეგაც, საოჯახო ბიზნეს სათავეში ჯარედ კუშნერი ჩაუდგა. 2006 წელს მან, ონლაინ და ბეჭდური მედია კომპანია „The New York Observer“-ი შეისყიდა. მომდევნო წელს, იგი საზოგადოებას ახალი სიახლით დაუბრუნდა. კუშნერების კომპანიამ 666 პარკ ავენიუზე საოფისე შენობა $1.8 მილიარდ დოლარად შეიძინა, რითაც ნიუ იორკის უძრავი ქონების ბაზარზე კუშნერების კომპანიის წარმომადგენლობა და სტატუსი საგრძნობლად გაიზარდა. 
    ჯარედ კუშნერი თავგამოდებული დემოკრატი იყო, სანამ მისი სიმამრი, დონალდ ტრამპი პოლიტიკაში მოვიდოდა. მაგალითად, 2008 წელს მან ჰილარი კლინტონის კამპანიას სოლიდური თანხა შესწირა და ასე გრძელდებოდა 2015წლამდე. კუშნერმა გამომცემლობაში თავისი პოზიცია 2017 წლის იანვარში დატოვა, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მნიშვნელოვანი როლი შეესრულებინა. იგი მისმა სიძემ შეცვალა. 
    დაახლოებით ორი წელი ხვდებოდა დონალდ ტრამპის ქალიშვილს, ივანკა ტრამპს, რომელზეც 2009 წელს იქორწინა. ივანკა მეუღლის სარწმუნოებაზე, ორთოდოქსულ იუდაიზმზე გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ კუშნერების ოჯახი დემოკრატების მომხრეები იყვნენ, ჯარედ კუშნერი დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი  მთავარი მრჩეველი გახდა. იგი ტრამპთან მუშაობდა სხვადასხვა კამპანიის ღონისძიებებზე, სოციალურ მედიასთან ურთიერთობებში,  ამუშავებდა ტრამპის საღონისძიებო სიტყვებს და ა.შ. მან ასევე, ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ინდიანას გუბერნატორი, მაიკ პენსი შეარჩია. მას შემდეგ, რაც ტრამპმა 2016 წლის 8 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო, კუშნერი გუნდის ცენტრალური ნაწილი გახდა. 2017 წლის იანვრიდან იგი ტრამპის მთავარი მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა. მეუღლის მსგავსად, თანამდებობრივ სარგოს არც ჯარედ კუშნერი იღებს. ამავე წლის 24 ივლის, კუშნერი სენატის სადაზვერვო კომიტეტის თანამშრომლებს შეხვდა, რათა აეხსნა თუ რა სახის კონტაქტი ჰქონდა რუსებთან. კუშნერის კონტაქტები რუსეთის ოფიციალურ პირებთან ფედერალური გამოძიების ნაწილს წარმოადგენს. როგორც ყველასათვის ცნობილია, რუსეთს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის ედება ბრალი. შესაბამისად, დონალდ ტრამპის ოჯახის წევრებიც რობერტ მიულერის(გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი) ოფისის მიერ წარმოებული გამოძიების ნაწილს წარმოადგენენ. 

  • ჰყავს მეუღლე - ივანკა ტრამპი, პრეზიდენტის მრჩეველი და ბიზნესვუმენი და სამი შვილი: არაბელა, იოსეფი და თეოდორე. მამა - ჩარლზ კუშნერი, უძრავი ქონების დეველოპერი, ხოლო დედა - სერილ კუშნერი. 

  • არის ამერიკის მოქალაქე
  • ჯარედ კუშნერი, ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში დაინტერესდა უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის საკითხით. ამ საქმიანობით, მან უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში $20 მლნ. იშოვა. აღსანიშნავია, რომ მისი ჰარვარდში ჩარიცხვა მალევე კრიტიკის საგანი გახდა. როგორც ტაბლოიდური ჟურნალები წერდნენ, მამამისმა შვილის ჩარიცხვამდე ცოტა ხნით ადრე, უნივერსიტეტს საკმაოდ მსუყე თანხა შესწირა.  

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top