ეკა ბესელია (48 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 06 ნოემბერი, 1971 წელი - დაიბადა ქალაქ ქუთაისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით. სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, იგი აქტიურად იბრძოდა „ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ“. იღებდა ყველა გამოსვლასა თუ აქციაში მონაწილეობას და არსებულ რეჟიმს უპირისპირდებოდა. თუმცა, არსებობდა მოარული ხმები, რომ ეს ორთაბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ ფასადური იყო და მის უკან მრავალი გარიგება თუ ნათელ-მირონობა  იმალებოდა. კერძოდ, სააკაშვილი-ადეიშვილის პერიოდში, ბესელიას მეჯვარეები და შვილის ნათლიები ნინო წოწორია და ზაზა მეიშვილი, საკმაოდ გავლენიან მოსამართლეებად მიიჩნეოდნენ. 2004 წლიდან წოწორია ადეიშვილის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო მეიშვილი უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის პოზიციას იკავებდა. 2009 წელს,  ეკა ბესელიას შვილი და ძმა, ხულიგნობის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს სააკაშვილის შეწყალების საფუძველზე. თუ რატომ მიიღო ოპოზიციონერის შვილის მიმართ პრეზიდენტმა მსგავსი ლოიალური გადაწყვეტილება ცნობილი არ არის. არსებობდა ვარაუდი, რომ ამ საქმეში მეიშვილისა და წოწორიას ხელიც ერია - მაგრამ, ეს ფაქტები მხოლოდ ვარაუდებია და დადასტურებული არ არის. ამიტომ, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ცოტა რთული სათქმელია, სინამდვილეში იყო თუ არა ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ დაუძინებელი მტერი. წყარო: https://bit.ly/2NKnyLi. 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოვიდა, ბიძინა ივანიშვილმა ბესელია თავისი გუნდის მთავარ წევრად მიიღო. ბესელია პარლამენტში იურიდიული კომიტეტის თავმდჯომარის პოზიციაზეც დაინიშნა. იგი აქტიურად უჭერდა მხარს „ოცნებას“, მანამ, სანამ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საქმე წინ არ წამოიწია. ბესელიას წარდგენილ სიას, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა. თავად, პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს  თავისი მოსაზრებები გააჩნდა ამ საკითხთან დაკავშირებით და იურიდიული საბჭოს გადაწყვეტილებებს იზიარებდა, რასაც ბესელია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. დაპირისპირების მთავარი მიზეზი, 10 კაციანი სია გახდა, რომლის წევრები  ჩინჩალაძე და მურუსიძეც, იყვნენ. ბესელია ამბობდა, რომ „მიშას ხელისუფლების“ სასამართლოს მთავარი მოურავი, სწორედ ჩინჩალაძე იყო და არ შეიძლებოდა ამ პირის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნა. 2018 წლის ბოლოს, როდესაც ეს საქმე თანდათან აქტიური გახდა, ბესელიას გადაყვანას ვიცე-სპიკერის პოზიციაზე აპირებდნენ, რადგან, როგორც თავად ამბობს, იმ სიას არ დახვედროდა, რომელიც იურიდიულ საბჭოსთან ერთად ირაკლი კობახიძემ შეიმუშავა. საბოლოოდ, ბესელიამ უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, იგი არ ერიდებოდა ირაკლი კობახიძის, ვანო ზარდიაშვილისა და სოფო კილაძის კრიტიკას და მათ შორის ურთიერთობები თანდათან ბრძოლის ფლაგმანს დაემსგავსა. ამ ამბებიდან გამომდინარე, ბესელია დაუპირისპირდა ივანიშვილსაც, რომლის წყალობითაც და სურვილითაც იგი უმრავლსობის წევრი გახდა და კვლავ, ოპოზიციის რიგებში არ მოუწია ყოფნა. ამ ვითარების შემდეგ, მალევე გავრცელდა ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. სწრაფი რეაგირების მიუხედავად, ვიდეო საკმაოდ ბევრმა ადამიანმა ნახა და მას დიდი რეზონანსის მოჰყვა საზოგადოებაში.
    უმრავლესობიდან წასლის შემდეგ, მასსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება არ შეწყვეტილა. ერთ-ერთი კამათის დროს ზარდიაშვილმა ის კორუფციაში დაადანაშაულა და მსგავსი სიტყვებით მიმართა - „ოჯახური ბიზნესი გქონდა სასამართლოში, შენს ხელებს ფულის სუნი ასდისო“. მისი სახელი ფიქსირდება ასევე, „ომეგა ჯგუფის საქმეში“. არსებობს ვარაუდი, რომ მან, დამხარების სანაცვლოდ,  საკმაოდ დიდი თანხა აიღო კომპანიისგან. ფოთის მაჟორიტარად ყოფნის პერიოდში, ჰამლეტ კუკავა ადანაშაულებდა მას, ქონების არაკანონიერად ჩამორთმევაში. იგი ამბობდა, რომ ბესელიას პატრონაჟით და გაყალბებული საბუთებით, წაართვეს მიწა, რომელიც მისი საკუთრება იყო. ასევე, იგი დაპირისპირებაში იმყოფებოდა ფოთის მერთანაც. არსებობს მოსაზრება, რომ ამის მიზეზი, ტენდერების საქმე გახდა. ბესელია მოითხოვდა მერისგან ტენდერებში იმ კომპანიების გამარჯვებას, რომლებიც ამას არ იმსახურებდნენ. სწორედ, ამ საქმის გაგრძელება იყო ბესელიას ვაჟის დაპირისპირება ფინანსური პოლიციის უფროსთან და პროკურორთან. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი დაჭრა კიდეც. რატი მილორავა მათგან მოითხოვდა მერის დავით სარსანიას სათანადოდ დასჯას, რაზეც მათგან უარი მიიღო და მისი გაღიზიანება, სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.
    ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, არსებობდა მოარული ხმები, რომ ბესელია შეიძლება ენმ-ს  შეერთებოდა. რაც, არასწორი ინფორმაცია აღმოჩნდა.
    რამდენიმე ხნის წინ, ბესელიამ თავის თანამოაზრეებთან გედი ფოფხაძესთან და კვაჭანიტირაძესთან ერთად, დაარსა პარტია „სამართლიანობისთვის“ და დაიწყო მზადება მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის

  • ეკა ბესელიას ჰყავს ორი შვილი : რატი მილორავა და ლიზი გუბელაძე. რატი მილორავას სახელი ფიგურირებდა, ასევე ერთ-ერთი რეპერის დაჭრის საქმეშიც.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ბავშვობაში, ეკას ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში უყვარდა და საკმაოდ, კარგადაც გამოსდიოდა. დროთა განმავლობაში, ადამიანების უფლებების დაცვა დაიწყო და როგორც თვითონ ამბობს „ეხებოდა თუ არ ეხებოდა“ ყველას საქმეში ერეოდა და მუდამ სამართიალობისთვის იბრძოდა. მისი მომავალი პროფესიაც სწორედ, სამართალმცოდნეობას დაუკავშირა. საზოგადოებას თავი თავისი ექსტრავაგანტული ჩაცმულობითაც დაამახსოვრა. როდესაც, ალილოზე გამორჩეული სტილის თეთრი ჩექმებითა და თეთრი ქურთუკით მივიდა.
  • კარიერა 1998 წელს დაიწყო, მას შემდეგ რაც დაარსა საკუთარი ფირმა „ეკა და კომპანია“. 2004-2005 წლებში იყო UNDP-ის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის ექსპერტი და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. იყო მე-7 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. ხელმძღვანელობდა იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებს. იგი პოლიტიკის პარალელურად, ასწავლიდა კავკასიის უნივერსიტეტში და ასოცირებული პროფესორის სტატუსსაც ირგებდა. ასევე, იყო იუსტიციის სამინისტროს მოწვეული ლექტორი. 2001-2005 წლებში დასახელდა წლის საუკეთესო ადვოკატად.

ეს პერსონა
Top