ანზორ ბოლქვაძე (59 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 09 სექტემბერი, 1960 წელი - დაიბადა ხულოს რაიონში
  • დაამთავრა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის ფაკულტეტი და ასევე, ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამოქალაქო მშენებლობის მიმართულება.

  • მშენებელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი, რომელიც 3 გზის პარლამენტის წევრი იყო და აქტიურად იცვლიდა პარტიათა რიგებს. 2008 წლიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“ გახდა და საკანონმდებლო ორგანოშიც დაიმკვიდრა ადგილი. როდესაც, ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და ბოლქვაძე მიხვდა, რომ უმცირესობაში იმყოფებოდა, მალევე გადაწყვიტა პარტიის დატოვება და „ოცნების რიგებს“ შეუერთდა. 2016 წელს, როდესაც ბოლქვაძეს ხელისუფლებამ მაჟორიტარობაზე უარი უთხრა, მან პაატა ბურჭულაძის პარტიაში „დაიდო ბინა“ და ხელისუფლებას გაბრაზებულ გულზე, სახელმწიფოს მტერიც კი უწოდა. თუმცა, მათ შორის გაყრა დიდხანს არ გაგრძელებულა და საპარლამენტო არჩევნების წინ, ის ისევ მმართველ პარტიას შეუერთდა და პოლიტიკური „ვოიაჟიც“ ამით დაასრულა. პარლამენტის წევრობის პარალელურად, ის ხულოს, შუახევის და ქედის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა და აქტიურად დაიწყო მოღვაწეობა თავის მხარეში. ამიერიდან, ყოველმხრივ კმაყოფილი ბოლქვაძე ენმ-ს დაუძინებელი წევრი გახდა და ექსპრეზიდენტისგან შეურაცხმყოფელი სიტყვებიც კი დაიმსახურა. „ანზორ ბოლქვაძე ჩემ გვერდით, რომ დაჯდებოდა და მისი სუნი არ მაწუხებდა, ესეც ჩემი პრობლემა იყოო“ ამბობდა სააკაშვილი და მას „დეგრადირებულ დეპუტატსაც“ კი უწოდებდა. თუ რა პასუხი გასცა, მიშას ბოლქვაძემ ცნობილი არ არის, სამაგიეროდ, ის ფაქტია ცნობილი, თუ როგორ გაამართლა მან გიორგი კვირიკაშვილის გინება ნიკა მელიას მიმართ - „კახელი კაცია, გაიხუმრა რა მოხდაო“.
    როგორც ამბობენ, პოლიტიკოსობის გარდა, იგი ბიზნეს სფეროშიც აქტიურად არის ჩართული და ხულოში ყველა მნიშვნელოვან ობიექტს, სასტუმროს და მიწის ნაკვეთებს ფლობს.

     

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. არის ღირსების ორდენის კავალერი

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top