ზურაბ აბაშიძე (46 წლის)
  • საქართველოს ელჩი ყაზახეთში
  • 03 მაისი, 1973 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • 1995 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი დიპლომატიური და პოლიტიკური მოღვაწეობით. კერძოდ, ამჟამად საქართველოს ელჩია ყაზახეთში. 2017 წლის 30 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყაზახეთში ზურაბ აბაშიძის სრულუფლებიანი საგანგებო ელჩად დანიშვნის შესახებ. 2018 წლის 18 დეკემბერს, ყახაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, კაირატ აბდრახმანოვის ინიციატივით, აბაშიძეს „ყაზახეთის რესპუბლიკის დიპლომატიური სამსახურის 25 წლისთავთან დაკავშირებით“ სამახსოვრო მედალი გადაეცა.

  • ჰყავს მეუღლე თეონა ბენაშვილი და 5 შვილი, 4 - ვაჟი და 1 - ქალიშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ზურაბ აბაშიძე ყაზახეთის ელჩად დანიშვნამდე, 2012-2015 წლებში იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე; დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. 2010-2012 წლებში იყო საარჩევნო ბლოკ „ალიანსი საქართველოსთვის“ წევრი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 2009-2010 წლებში კი „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი. სხვადსხვა პერიოდში მოღავწეობდა როგორც იუსტიციის საბჭოს მრჩევლად, ასევე იუსტიციის საბჭოს მდივნად, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ, სახელმწიფო კანცელარიის უფროსის თანაშემწედ და ა.შ.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top