დავით ბაქრაძე (43 წლის)
  • საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში
  • 30 დეკემბერი, 1975 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური და საერთაშორისო სამართლის სპეციალობით

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი დიპლომატიური მოღვაწეობით. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 2002 წელს დაიწყო და დაახლოებით, 16 წელია ამ საქმეს ემსახურება. ხელისუფლებების ცვლილებისდა მიუხედავად, იგი კვლავ აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში და წარმატებით მოღვაწეობს სხვადასხვა ქვეყნებში. 2002-2005 წლებში იგი ჟენევაში გაეროს ორგანიზაციის და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის და შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი იყო. 2008 წლამდე იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველი ევროპული სამმართველოს უფროსის პოსტს. 2008-2012 წლებში კი მსახურობდა საქართველოს საელჩოში შვედეთის სამეფოსა და ფინეთის რესპუბლიკაში, როგორც უფროსი მრჩეველი და საქმეთა დროებითი რწმუნებული.  2012 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, სააკაშვილის დროს დანიშნული, თითქმის, ყველა მაღალჩინოსანი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. დავით ბაქრაძე კი საბერძნეთსა და სერბეთის რესპუბლიკაში სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. „საერთაშორისო კოალიციის“ ხელმძღვანელის გიორგი ოკრიბელაშვილის თქმით, ამის მიზეზი კი  ის იყო რომ, ბაქრაძე საბერძნეთში „ქართულ ოცნებას“ ეხმარებოდა ხმების მოპოვებაში. ათენიდან მმართველმა პარტიამ  წამოიღო 14 500 ხმა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხოლოდ 1720.

  • ჰყავს მეუღლე ანა მაცუკაშვილი და სამი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2014 წელს ის დაინიშნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top