გიგა ბუკია (52 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 13 ოქტომბერი, 1967 წელი - დაიბადა ხობში
  • დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის მექანიზაციის ფაკულტეტი

  • აგრონომი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პარლამენტის წევრი. თავდაპირველად, ის „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა საკანონმდებლო ორგანოში. სწორედ, ბუკია იყო ის პირი, რომელმაც სამეგრელოში სააკაშვილი შეიყვანა. მისი ორგანიზებით  უამრავი ადამიანი შეიკრიბა ყოფილი პრეზიდენტის დასახვედრად. 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მოდიოდა, ბუკიამ გადაწყვიტა ივანიშვილის მხარეს გადასვლა, სააკაშვილი ავანტიურისტად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ მიშა, ერთ დროს ხელზე კოცნით მას მადლობას უხდიდა სამეგრელოში განხორციელებული საქმეებისთვის და ახლა, სწორედ ის იქნება პირველი პირი, რომელიც სააკაშვილს ქვეყანას ჩამოაშორებს. იმ პერიოდში, როდესაც ბუკიამ „ოცნების“ მხარეს გადაწყვიტა დგომა, ექსპრეზიდენტმა მას უძრავი ქონება ჩამოართვა და აუქციონზე გაუყიდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მან შეძლო მმართველი პარტიის სახელით პარლამენტში შესვლა და აწ უკვე ყოფილი ხელისუფლების შურისმაძიებელი თუ დამაშინებელი მცდელობებისგან „თავის დაღწევა“. იგი, ამჟამადაც საკანონმდებლო ორგანოს წევრია და ფრაქცია „კონსერვატორებს“ უდგას სათავეში. ხშირად უპირისპირდება კოლეგებს უმცირესობათა რიგებიდან. ბუკია, ასევე ეწინააღმდეგება მარიხუანას ლეგალიზაციას, საპატრიარქოს გადაწყვეტილებას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ „ეკლესიასთან მებრძოლებს სრული ფიასკო ელით“

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • თვლის, რომ არის ქართული ტრადიციების დამცველი. უყვარს ძაღლები
  • 2000 წლიდან იყო კონსერვატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top