ზურაბ ბერიძე (61 წლის)
  • საქართველოს ელჩი ბულგარეთში
  • 04 თებერვალი, 1958 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი დიპლომატიური მოღვაწეობით. ამჟამად, ის საქართველოს სრულუფლებიანი ელჩია ბულგარეთში. საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა 90-იან წლებში დაიწყო. თავდაპირველად იყო ევროპისა და აშშ-ს სამმართველოს უფროსი. შემდგომ საერთაშორისო ორგანიზაციებისა  და ევროპული დეპარტამენტის დირექტორი  და სუამის ეროვნული კოორდინატორი. დიპლომატიურ საქმიანობაში 2004 წლიდან ჩაერთო, მას შემდეგ, რაც რუმინეთისა და მოლდოვის რესპუბლიკების სრულუფლებიანი ელჩი გახდა.

  • ჰყავს მეუღლე ნინო რაჭველიშვილი და ვაჟი - გიორგი ბერიძე.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აფრიკის ინსტიტუტის ასპირანტი და საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს საერთაშორისო მიმომხილველი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top