როლანდ ბერიძე (60 წლის)
  • საქართველოს ელჩი ქუვეითის სახელმწიფოში
  • 12 სექტემბერი, 1959 წელი - დაიბადა ქალაქ რუსთავში
  • დაამთავრა თბილისის უცხო ენათა სახელმწიფო ინსტიტუტი ინგლისური და ესპანური ენების სპეციალობით. სწავლობდა პრინსტონის უნივერსიტეტში (აშშ). მიღებული აქვს საჯარო პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი.

  • პოლიტოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია დიპლომატიური მოღვაწეობით. 2014 წელს გიორგი მარგველაშვილმა ის ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. მან მთავარ მიზნად საქართველოსა და ქუვეითს შორის ურთიერთობის გაღრმავება და გაძლიერება დაისახა და აქტიურად შეუდგა დაკისრებული მისიის განხორციელებას. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები თანმიმდევრულად ვითარდება. ბერიძის თაოსნობით შეიქმნა თანამშრომლობისთვის ხელსაყრელი სამართლებრივი ბაზა მნიშვნელოვანი შეთანხმებებისა და მემორანდუმების სახით. ქუვეითი, ხომ სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და რომელმაც, 2008 წლის ომის დროს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია საქართველოს.

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იგი იყო ,,Georgian Airways”-ის გენერალური დირექტორის მოადგილე და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის, კანადისა და ლათინური ამერიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი. მუშაობდა  აშშ-ში, კანადაში და მექსიკაში არსებული საქართველოს საელჩოების მრჩევლად და ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორად.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top