თამარ ბერუჩაშვილი (58 წლის)
  • საქართველოს ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში
  • 09 აპრილი, 1961 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა მოსკოვის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე და აშშ-ში, ინდიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო და შედარებითი ურთიერთობების მიმართულებით. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი და კარლტონის უნივერსიტეტის - კომერციული დიპლომატია.

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით. იგი რამდენჯერმე იკავებდა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს. პოლიტიკური კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, ჯერ კიდევ ედუარდ შევარდაძის მმართველობის პერიოდში. თავდაპირველად იყო საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი, თავად მინისტრი. 2003 წლამდე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა. სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში ბერუჩაშვილი სახელმწიფოს მინისტრის მოადგილედ დანიშნეს, თუმცა ამ პოზიციაზეც, წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავა. მალევე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტერგაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გახდა, ეს პოზიცია მას 7 წელი ეკავა. „ქართული ოცნების“ მოსვლის დღიდან, იგი კვლავ მაღალ თანამდებობებს ინარჩუნებდა და ჯერ ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებში ვიცე-პრემიერის მთავარი მრჩევლის სტატუსს ირგებდა, ხოლო შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილისა და 2014 წლიდან, თავად მინისტრისას. როდესაც, მაია ფანჯიკიძემ მინისტრის პოსტი დატოვა, ბერუჩაშვილიც მას გაჰყვა. განაცხადა, რომ „ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეში“ იყო და იგი მოადგილის პოზიციას ვეღარ დაიკავებდა. თუმცა, რამდენიმე ხანში უკან დაბრუნდა, თავის საქციელს „ემოციური, სოლიდარული გაუგებრობა“ უწოდა და კიდევ ერთხელ მოირგო მინისტრის სავარძელი. მაგრამ, ჩვეულებისამებრ 1 წელში გაათავისუფლეს და დიდ ბრიტანეთში გაუშვეს საქართველოს სრულუფლებიან ელჩად. 2015 წლიდან დღემდე იგი ამ თანამდებობაზე მუშაობს და მისი მთავარი მიზნები ევროპაში ინტერგაცია, „ნატოსკენ“ გზის გაკვალვა და ბრიტანეთში გამარტივებული მიმოსვლის შესაძლებლობის მოპოვებაა.

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • არის საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში და საჯარო ადმინისტრირების ამერიკული საზოგადოების წევრი.

ეს პერსონა
Top