გიგი გიგიაძე (41 წლის)
  • საქართველოს ელჩი დანიის სამეფოში
  • 11 აპრილი, 1978 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია  დიპლომატიური მოღვაწეობით. საგარეო საქმეთა სამინისტორში მუშაობა 2000 წელს დაიწყო. თავდაპირველად, საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის ატაშე იყო. 5 წლის მანძილზე ევროპულ დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. 2003-2007 წლებში კი იყო კი საბერძნეთში და ხორვატიაში მდებარე საქართველოს სალეჩოს მრჩეველი. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დაახლოებით 2 წელში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტი მოირგო და მისი მთავარი მიზანი ვიზალიბერალიზაციის მიღება გახდა. ხშირად, საუბრობდა რუსულ ანექსიაზე და საზღვრების ნელ-ნელა გადმოწევაზე და იმედოვნებდა, რომ ეს ფაქტი უვიზო მიმოსლას ხელს არ შეუშლიდა. 2017 წელს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის დანიისა და ისლანდიის სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. მისი თანამდებობაზე დანიშვნიდან 1 წელში, დანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიაში. 2010 წელს მიენიჭა საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

ეს პერსონა
Top