ზვიად გონაძე (52 წლის)
  • საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
  • 06 მაისი, 1967 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. სწავლობდა აშშ-ს „ტენესის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სამაგისტრო საფეხურზე

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია დიპლომატიური მოღვაწეობით. მას საერთაშორისო დონორებთან და ფინანსურ ორგანიზაციებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. 2012 წლიდან 2016 წლამდე იყო სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს ბიუროს დირექტორი. 2016 წელს კი „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი გახდა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მან ეს პოსტი 2018 წლის 1 ნოემბერს დატოვა.

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს მინისტრთა კაბინეტში და პრეზიდენტის კანცელარიაში. იყო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და დონორ ქვეყნებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი და პრეზიდენტთან არესებული უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს სამდივნოს უფროსი. 8 წლის განმავლობაში, მოღვაწეობდა კერძო სექტორში. ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ღვინის კომპანიას : „ალექსანდრეულს“, "Geovine Invest"-ს და "Geovine International"-ს. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top