ზაზა გაბუნია (35 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 23 აპრილი, 1984 წელი - დაიბადა ქალაქ ქუთაისში
  • დაამთავრა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი იურისტის სპეციალობით და ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა. გავლილი აქვს სტაჟირება ლიტვის პარლამენტში. სწავლობდა თბილისის სასულიერო აკადემიაში

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით. იგი ჯერ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ქრისტიან-დემოკრატების“ თავმჯდომარე იყო. შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის პოსტ იკავებდა. საბოლოოდ, 2013 წელს კი, „ქართული ოცნების“ წევრი გახდა და საკანონმდებლო ორგანოშიც შევიდა. მოღვაწეობდა ასევე, თბილისის მთავრობაში და ნაძალადევის რაიონის გამგებლის პოზიციასაც იკავებდა. აქტიურად მონაწილეობდა დედაქალაქის კეთილმოწყობის საქმეში და სამუშაო პროცესში ჩართული, არც მერთან, კახი კალაძესთან გადაღებულ სურათებს აკლებდა საზოგადოებას. 2017 წელს გაბუნია რეგიონული პოლიტიკისა და  თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა. ამ პოსტზე მუშაობისას, მან ერთ-ერთი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს სივრცის დაგეგმვის არქიტექტურულ და სამშენებლო საქმიანობას შეეხებოდა, ცარიელ საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინა და ცარიელ დარბაზში მისი გამოსვლა მონოსპექტაკლს დაემსგავსა. ამ ფაქტს, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში და იგი ერთგვარად, ქილიკის ობიექტიც კი გახდა. თუმცა, მისმა პასუხის-პასუხმაც არ დააყოვნა და ფეისბუქ-პოსტით შეეცადა საკუთარი საქციელის ახსნას. მისი პარტიული კუთვნილობიდან გამომდინარე, იგი აქტიური მხარდამჭერია „ოცნების“ და ყოველთვის ცდილობს მათ ნაბიჯებს გამართლება მოუძებნოს. მისი სტატუსებიც და კომენტარებიც ამის დასტური და ნათელი მაგალითია

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • რელიგიური კუთვნილების მხრივ არის მართმადიდებელი. უყვარს ფრაზა - „ხალხის კეთილდღეობა უმაღლესი კანონია!“.
  • პოლიტიკური საქმიანობის გარდა, იგი საპატრიარქოში სხვადასხვა პოზიციებზე მუშაობდა. იყო საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს რადიო „ივერიას“ წამყვანი. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აზრის“ დამფუძნებელი.

ეს პერსონა
Top