დავით დონდუა (60 წლის)
  • საქართველოს ელჩი ავსტრიაში
  • 12 ივლისი, 1959 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. გაიარა დიპლომატიური სასწავლო კურსები ნატოს თავდაცვით კოლეჯში (იტალიაში) და უსაფრთხოების სწავლებისა და თავდაცვის ეკონომიკის კურსები ჯორჯ მარშალის ცენტრში (გერმანიაში).

  • დიპლომატი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე. მან ეს თანამდებობა 2015 წელს დაიკავა. 2018 წლის მარტში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 43-ე რაუდზე დავით დონდუამ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ქართველ დედებს ცხინვალსა და აფხაზეთში შვილების საფლავების მონახულების უფლება უნდა მიეღოთ. ამჟამად არის საქართველოს ელჩი ავსტრიაში

  • ჰყავს მეუღლე და შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი, ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საგანგებო დავალებათა ელჩი, აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში საქართველოს საელჩოში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, ნატოსთან თანამშრომლობის სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის აღმასრულებელი მდივანი და სამხედრო-პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი. არის თსუ-ს, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის მოწვეული ლექტორი და გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს წევრი. 

ეს პერსონა
Top