ირაკლი კოპლატაძე (54 წლის)
  • საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში
  • 05 ნოემბერი, 1965 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის ფაკულტეტებზე. დაამთავრა მელბრუნის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ბიზნეს ადინისტრირების მიმართულება. 

  • ეკონომისტი
  • ეს პერსონა ცნობილია დიპოლმატიური მოღვაწეობით. ის წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში, იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში, 2018 წელს კი ის, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სლოვენიის ელჩად დაინიშნა. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2018 წელს, სლოვენიაში მისი ელჩად დანიშვნის შემდეგ,  სლოვენიის მთავრობამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. 2018 წლამდე, ირაკლი კოპლატაძე 5 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში. სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ფონდს, იყო ამავე ფონდის მსოფლიო ბანკის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, მრავალმხრივ და ორმხრივ დონორებთან (პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლობით) მაკროეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი და მთავარი სახელმწიფო მრჩეველი. 

ეს პერსონა
Top