ვალერი კვარაცხელია (61 წლის)
  • საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში
  • 19 აგვისტო, 1958 წელი - დაიბადა წალენჯიხის რაიონში
  • დაამთავრა კალინინის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის, საკურორტო და სასტუმრო მეურნეობის ეკონომიკის მიმართულებით. 

  • მედიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „სახალხო აფთიაქის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე (2014-2017 წ.წ.) და საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში. 

  • ჰყავს მეუღლე

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ვალერი კვარაცხელია წლების განმავლობაში მუშაობდა ექიმად. იყო ქ. ფსკოვის საოლქო საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი, წალენხიჯის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი, ქ.ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრამვატოლოგიური განყოფილების ექიმი-ტრამვატოლოგი, კურორტ „სქური“-ს მთავარი ექიმი და „საქკურორტის“ პრეზიდენტი. 2004 წელს, მან დააფუძნა „სახალხო აფთიაქი“, რომლის გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თავადვე გახდა. მედიცინის სფეროში აქტიური მოღვაწეობის პარალელურად, ჩართული იყო პოლიტიკურ საქმიანობაშიც. იყო მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით (1999-2004 წ.წ.) და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე (2014-2017 წ.წ). 2017 წელს, გიორგი მარგველაშვილმა ის ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად დანიშნა. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top