გიორგი ბარამიძე (51 წლის)
  • ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი
  • 05 იანვარი, 1968 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე და ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში - სამართალმცოდნეობაზე. 1995 წელს დაამთავრა ჯორჯ კ. მარშალის სახელობის უშიშროების შესწავლელი ევროპული ცენტრი. 1998-1999 წლებში იყო ასოცირებული მკვლევარი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დიპოლმატიის კვლევის ინსტიტუტში.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების სამგზის მინისტრი. 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, გიორგი ბარამიძე შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნეს. 2004 წლის 24 მარტს, მესიტიის რაიონის სოფელ აცერში სპეცოპერაცია ჩატარდა. რომლის მიზანი, კრიმინალებად და საშიშ დამნაშავეებად შერაცხული აფრასიძეების აყვანა იყო. მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ „მათ კლანს, 12 წლის განმავლობაში სვანეთში კერძო არმია ჰქონდათ ჩამოყალიბებული და ატერორებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასო“. დაკავების ოპერაცია, დილის 7 საათზე დაიწყო, მასში ჩართული იყო 1000-მდე სამართალდამცავი და 8 ვეტმფრენი. მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი ბარამიძის ხელმძღვანელობით, გამთენისაას თავს დაესხნენ ოჯახს, მამა-ევგენი აფრასიძე აივანზე ჩაცხრილეს და ცეცხლომიკდებულ სახლში დაწვეს, ევგენი აფრასიძის ერთი ვაჟი, ომეხ აფრასიძე კი ხელბორკიდადებული ეზოში რამდენიმე გასროლით მოკლეს. გოჩა აფრასიძის თქმით, ომეხს მთელი ვაზნა დააცალეს, მთლიანად დაუფლითეს სხეული და თითი მოაჭრეს, რომელზეც ოქროს ბეჭედი ეკეთაო. თავად, ის კი დაჭრილ მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში და ყოველგვარი ანესთეზიის გარეშე გაუკეთეს ოპერაცია. შემდეგ მის მეორე ძმასთან ერთად, ციხეში ჩასვეს და 17 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამ სისხლიან სპეცოპერაციას, ბარამიძე და სააკაშვილი, მათი ხელისუფლების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტად მოიხსენიებდნენ და ამაყობდნენ იმით, რომ ყოველგვარი უკანდახევის გარეშე, რამდენიმე საათში გაანადგურეს მთლიანად ოჯახი. ბარამიძე, იმ პერიოდში, არ გამორიცხავდა, რომ, აფრასიძეებს შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ, კახი კალაძის ძმის ლევან კალაძის მოტაცების საქმესთანაც. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი მას დიდხანს არ ეკავა და რამდენიმე თვეში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე გადავიდა. ცოტა ხანში, ეს პოზიციაც დატოვა და ამჯერად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტერგაციის საკითხების მინისტრი გახდა. წინამორბედებისგან განსხვავებით, ამ ადგილზე 8 წელი იმუშავა. მისი ადგილი, ორივე შემთხვევაში (შსს-ს მინისტრობის და თავდაცვის მინისტრობის შემდგომ) ირაკლი ოქრუაშვილი დაიკავა. მათ შორის, გარკვეული უთანხმოებაც არსებობდა და ჟურნალისტები აღნიშნავდნენ, რომ ბარამიძე იყო ერთადერთი, ვინც ქვეყანაში მეორე პირს უპირისპირდებოდაო. 2012 წელს, „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, ის ოპოზიციაში გადავიდა და აქტიურად დაიწყო ბრძოლა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ. მისთვის, მიხეილ სააკაშვილი კვლავ ლიდერად რჩებოდა და დღემდე ასეა. ამას მოწმობს მისი ფეისბუქ პროფაილ ფოტოც, სადაც ყოფილ პრეზიდენტთან გადაღებული სურათი უყენია.

  • ჰყავს მეუღლე ეკა ჯაფარიძე და ქალიშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2006 წლიდან ვიცე პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა. იყო მე-4, მე-5, მე-6 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი. 1992 წლებში იყო საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათა შორის ურთიერთობის კომიტეტის განყოფილების უფროსი და „მწვანეთა მოძრაობის“ კონსულტანტი. ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და უმცირესობის საკითხთა კომისიის მდივანი, თავდაცვისა და უშიშროების კომისიის წევრი და NATO-ს პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ საქართველოს მონაწილეობის სახელმწიფო საკოორდინაციო კომისიის წევრი. 

ეს პერსონა
Top