ლევან ბეჟაშვილი (45 წლის)
  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
  • 09 ნოემბერი, 1974 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და VI და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი. იგი, მუდამ, აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში. ენმ-ს კანდიდატის დამარცხება მისთვის ყოველთვის არჩევნების გაყალბებასთან ასოცირდება. მონაწილეობდა კამპანია „ვერ გააყალბეში“. ასევე, 2016 წელს თავადვე იყო სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატი. ამჟამად, პარტიული კუთვნილობიდან გამომდინარე, აქტიურად იბრძვის ხელისუფლების წინააღმდეგ. ამბობს, რომ სახელმწიფომ, ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე შეუზღუდა ქვეყნის ფარგლების დატოვება, ჩამოართვა პასპორტი, რომელიც ინტერპოლის მიერ იძებნებოდა.
    2008 წელს, დავით ბაქრაძემ კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ლევან ბეჟაშვილის კანდიდატურა წარადგინა. ნინო ბურჯანაძე აღნიშნავდა, რომ ბეჟაშვილი მმართველ პარტიაში, სწორედ მისი პროტექციის საფუძველზე მოხვდა. ბეჟაშვილმა, თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან,  სწრაფად აუწყო ფეხი „ხელისუფლების მოქმედებათა“ რიტმს და რამდენჯერმე პრეზიდენტისა და პოლიტიკოსების მიერ, ბიუჯეტიდან არამიზნობრივი თანხების დახარჯვის შესახებ არსებულ ფაქტებს, აუდიტის დასკვნებს, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, გრიფით საიდუმლო დაადო და ეს უკანონობა ყოველგვარი რეაგირების გარეშე დატოვა. 2010 წელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტში სასაწყობე მომარაგების ინვენტარიზაციისას გამოვლინდა 2,3 მილიონი დანაკლისი. აუდიტმა გამოავლინა გადაცდომათა ფაქტები და ნაცვლად იმისა, რომ ბეჟაშვილს მასზე რეაგირება მოეხდინა, მან აუდიტის ჯგუფის ხელმძღვანელი გია ტუხაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ფაქტს გრიფი დაადო და გამოსაძიებლად არც მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა.
    ექსპერტ, კახი კახიშვილის თქმით, 2012 წელს, ბეჟაშვილი იყო სწორედ ის პირი, რომლის ბრძანებითაც მისი გუნდი სატელიტურ ანტენებზე სოფელ-სოფელ ნადირობდა და თავისუფალ ტელევიზიებზე ზეწოლას ახდენდა.

  • ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • პოლიტიკური კარიერა 2003 წლიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა და პარლამენტის წევრი გახდა. 2008 წლიდან იყო პრეზიდენტის რწმუნებილი კახეთის რეგიონში. 4 წელი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 90-იან წლებში მუშაობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში და შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტში

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top