გიორგი გაჩეჩილაძე (65 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 24 ივნისი, 1954 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით. არის გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი

  • გეოგრაფი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც  3 გზის პარლამენტის წევრი. თავდაპირველად, იგი საკანონმდებლო ორგანოში 1995 წელს შევიდა, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის სახელით. 2012 წლიდან კი, „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდა და სწორედ, ამ პარტიის სახელით, კვლავ პარლამენტის წევრი გახდა. ამჟამად, არის ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე. საკანონმდებლო ორგანოში ლობირებს გარემოსდაცვით კანონმდებლობას. 1995 წლიდან გაერთიანდა „მწვანეთა პარტიაში“ და ჯერ, მისი გენერალური მდივანი იყო, შემდეგ კი თავმჯდომარის პოსტიც მოირგო

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი საყვარელი ფრაზაა : „ჭეშმარიტად დემოკრატიული, ერთიანი და სამართლიანი სახელმწიფო, ეკოლოგიურად მდგრადი და ეკონომიკურად ძლიერი, ჰუმანური, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, შეძლებული და განათლებული საზოგადოებით“.
  • იყო მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის თანამშრომელი.

ეს პერსონა
Top