დავით ბერიტაშვილი (75 წლის)
  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
  • 18 ოქტომბერი, 1944 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბიოფიზიკის სპეციალობით

  • ბიოფიზიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრი და მხარდამჭერი. 2007-2013 წლებში იყო მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი, ხოლო შემდგომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მრჩეველი. მიუხედავად ხელისუფლების ცვლილებისა, იგი კვლავ „მიშისტია“. ბოკერიას გუნდიდან წავლას და “ევროპულ საქართველოში“ გადასვლას კრიტიკულად შეხვდა და აღნიშნა, რომ „მან ნეკროლოგი გაუფუჭა“. ახლადდაარესბული პარტიის წევრებს იგი ბოკერისტებს უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მალე „დასამარდებიან“. 1992-2006  წლებში იყო მოსკოვში ქართული სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტი. კონცეფცია „ორი რუსეთის“ არსებობის არასდროს სჯეროდა და პუტინს ყოველთვის აგრესორად თვლიდა

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 1968-1990 წლებში მუშაობდა მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში. მოსკოვში ყოფნისა და ქართული სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტობის დროს, იყო გარე ორგანიზაციებთან ურთიერთობის კურატოტი

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top