თინათინ ბოკუჩავა (36 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 29 მაისი, 1983 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა ფლეტჩერის დიპლომატიისა და სამართლის სკოლაში დიპლომატიასა და საერთაშორისო სამართალს. ასევე, სმიტის კოლეჯში - პოლიტიკურ მეცნიერებებს.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. 2012 წლიდან იგი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში და მე-8 და მე-9 მოწვევის პარლამენტის მანდატიც მოიპოვა. დაახლოებით, 7 წელია, რაც თავისი პარტიის ინტერესებს იცავს და მუდამ, ემოციური, ხმაურიანი, ხისტი გამოსვლებით გამოირჩევა. ხშირია მათსა და პარლამენტის წევრებს შორის დაპირისპირებები. მაგ: ეკა ბესელიასთან, ირაკლი კობახიძესთან, მამუკა მდინარაძესთან, ადა მარშანიასთან, რომელიც ბოკუჩავას „სისხლიანი მიშას დაქალსაც“ კი უწოდებს. უმეტეს შემთხვევებში არღვევს რეგლამენტს და დაპირისპირების მიზნით, ხან პარლამენტის თავმდჯომარის ტრიბუნაზე ადის, ხან მას სიტყვას აწყვეტინებს. კამათის ფონზე, საკუთარ სკამზეც ვერ ჩერდება და „პირადი გასაუბრების მიზნით“, ხმის ტემბრის მომატებით ხან ერთ დეპუტატს მიეჭრება ხოლმე და ხან მეორეს. ჟურნალისტებისთვისაც საყვარელი რესპოდენტია, რადგან დაუღალავად, მოურიდებლად და ყოველგვარი უკან დახევის გარეშე „კბილებით იცავს“ მის პარტიას და ნებისმიერ საკითხზე თავის აზრს გამოთქვამს.
    აქციების მონაწილეც ხშირადაა. საკრებულოს წინ გამართული ერთ-ერთი აქციის დროს, იგი რკინის ჯებირების გარღვევით ცდილობდა საკრებულოში შეღწევას და ხალხის თავებზე „გადავლით“ პოლიციასაც უწევდა წინააღმდეგობას. მისი მცდელობა კი საბოლოოდ, მისივე მეუღლის დაპატიმრებით დასრულდა. რაც ბოკუჩავამ, აშკარად ძლიერ განიცადა, რადგან „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ ცდილობა კოტიკოს დაცვას. არჩევნების პერიოდიც მისთვის ხმაურიანი და საბრძოლო ასპარეზია. სამეგრელოში ერთ-ერთ საარჩევნო უბანი, პოლიციამ მას ძალის გამოყენებით დაატოვებინა, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე.

  • ჰყავს მეუღლე კოტე იოსელიანი და შვილი. მისი მეუღლე ვაკის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ბოკუჩავას საყვარელი და გამორჩეული პოლიტიკოსები არიან მიხეილ სააკაშვილი და ბილ კლინტონი.
  • მუშაობდა 2009 წელს ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტში დაიწყო. შემდეგ კი, NDI-ს თბილისურ ოფისში გააგრძელა საქმიანობა. 2011 წლის მარტში საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გახდა. იყო ჟენევაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დესპანი და 4 თვის მანძილზე ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად მუშაობდა. ამბობს, რომ ეს იყო საქმე, რომლის კეთებაც მას ყველაზე მეტად უყვარდა. მალევე, გენერალური აუდიტის მოადგილის თანამდებობა დაიკავა და რამდენიმე თვეში საკანონმდებლო ორგანოშიც კი შევიდა. იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top