ემზარი დიმიტრაძე (41 წლის)
  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
  • 20 ივნისი, 1978 წელი - დაიბადა წალკის რაიონში
  • დაამთავრა ბათუმის დამოუკიდებელი ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ და „წალკის რაიონული ორგანიზაციის“ თავმჯდომარე. 2014 წელს საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების პერიოდში, დიმიტრაძე აცხადებდა, რომ „ქართული ოცნება“ წალკის რაიონში მცხოვრებ აჭარიდან და სვანეთიდან ჩამოსახლებულ ეკომიგრანტებზე ზეგავლენას ახდენდა და აიძულებდა ხმის მიცემას მათ სასარგებლოდ. „არსებობს რამდენიმე სოფელი, სადაც მუქარით სურდა „ოცნებას“ ხმების წამოღება და ხალხს ემუქრებოდნენ სახლიდან გასახლებით“ - ამბობდა ის. 2017 წელს, ემზარ დიმიტრაძე იყო ერთ-ერთი მხარდამჭერი „ნაციონალური მოძრაობის“ 7 000 კაციანი ყრილობის მოწვევის გადაწყვეტილებისა, რომელსაც პარტიის რამდენიმე წევრი დაუპირისპირდა და ყრილობის საბოტაჟიც კი დაგეგმა. 

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე. სს სამშენებლო-სამრეწველო, საინვესტიციო კორპორაცია „აკორდ ინშაათ სანაიე“-ს წარმომადგენლობა საქართველოში „აკორდ ჯორჯია“-ს იურისტი და ქუთაისის შემოვლითი გზის სამუშაოთა მწარმოებელი. ასევე, „ტოდინი-ტაკენაკა“-ს სამუშაოთა მწარმოებელი და „ჰაივეი დეველოპმენტის“ იურისტი. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top