გიორგი ბოტკოველი (40 წლის)
  • ენმ-ის პოლიტიკური საბჭოს წევრი
  • 02 ივნისი, 1979 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობით

  • მათემატიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომელიც რამდენიმე წელია რაც კახეთის მხარეში მოღვაწეობს. ამჟამად, კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელია. სწორედ, ის იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი აქციისა, რომელიც ამ რეგიონში სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის წინააღმდეგ/საპროტესტოდ იმართებოდა. 2016 წელს  კენჭს იყრიდა კახეთის მაჟორიტარ დეპუტატად. თუმცა, გამარჯვება ვერ შეძლო და აღნიშნა, რომ „ამ არჩევნებს არჩევნები არ ერქვაო“. 2012-2013 წლებში იყო ამ რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე. იმავე თანამდებობას ის 2008 წელსაც იკავებდა.

  • ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისმა სამუშაო გამოცდილებამ 2004 წლიდან აიღო სათავე, მას შემდეგ, რაც გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის მოსაკრებლების სამსახურის უფროსი გახდა. შემდგომ, გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის ბიუროს სწრაფი რეაგირების ჯგუფის უფროსად დაინიშნა. იყო საპრეზიდენტო კამპანია „პატრიოტის“ საგარეჯოს ბანაკის დირექტორი და საქართველოს კონტროლის პალატის ადმინისტრაციის უფროსი.

ეს პერსონა
Top