მარიამ გერსამია (42 წლის)
  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
  • 06 დეკემბერი, 1976 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი საერთაშორისო ჟურნალისტიკის მიმართულებით. 2004 წელს, ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფილოლოგის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, გათანაბრებული დოქტორის აკადემიურ ხარისხთან. არის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპევტი.

  • ფილოლოგი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი. არის კომპოზიტორ მაცაცო სებისკვერაძის შვილი. 2000 წლიდან იგი აკადემიურ საქმიანობას ეწევა. 24 წლის იყო, როდესაც თსუ-ს ჟურნალისტიკის მიმართულების ლექტორი გახდა, რამდენიმე წელში კი ასოცრებული პროფესორის სტატუსიც მოიპოვა. 35 წლის უკვე სრული პროფესორი იყო და ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობაც დაიკავა. 2015 წელს კი, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ის მიმართულების ხელმძღვანელის თანამდებობას ჩამოაშორეს. გერსამიას თქმით, ეს მის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული ქმედება იყო, რომლის რეალური მიზეზი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსები და ფაკულტეტზე რამდენიმე მაღალრეიტინგული ტელეკომპანიის პრაქტიკოსი ჟურნალისტების ლექტორად მიწვევას უკავშირდებოდა.
    2017 წელს, ის ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი და განათლებისა და მეცნიერების მიმართულების ხელმძღვანელი გახდა. მონაწიელობას იღებდა მერის არჩევნებში და საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო თსუ-ს აკადემიური საბჭოს წევრი, ეროვნული სამცნიერო ფონდის დირექტორი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მინისტრის მრჩეველი და ნატო-ს კომიტეტში „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი. 2010 წლიდან არის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. საქართველოს თავისუფალ უნივერსიტეტში ინტერდისციპლინური კვლევების დეპარტამენტის პროგრამის „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციების“ ავტორი და ხელმძღვანელი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top