დავით გოგოხია (30 წლის)
  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
  • 13 მარტი, 1989 წელი
  • დაამთავრა თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

  • ბიზნესის ორგანიზებისა და მართვის სპეციალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წევრი. არის პატრიოტული და სამხედრო მიმართულების ხელმძღვანელი. იგი, აქტიურად არის ჩართული საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში და  სხვადასხვა აქციების მონაწილეა. სწორედ, ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც 2013 წელს გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდა, აქციებს მართავდა და პუტინს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა. ის, ამის გამო დააპატიმრეს კიდეც. 2014 წელს, იგი მეორედ მოხდა საპატიმროში პოლიციასთან წინააღმდეგობის გაწევისა და სხვისი ნივთის დაზიანების გამო. ამ ამბებიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ „20 ივნისის“ მოვლენებში ის და მისი ოჯახიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი და გავრილოვის ჩამოსვლას აპროტესტებდნენ.

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ სამგორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, „საქართველოს უნივერსალური ორთაბრძოლის ფედერაციის“ წევრი, სტუდენტური მოძრაობა „ჩვენ გვახსოვს გმირების“ დამფუძნებელი და კრების წევრი და ასევე, თბილისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი. არის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი კრივში და სანდაში.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top