გრიგოლ ვაშაძე (61 წლის)
  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
  • 19 ივლისი, 1958 წელი - თბილისი
  • 1981 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი

  • იურისტი
  • 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყო კოალიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი. არის საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი.

  • მეუღლე - ნინო ანანიაშვილი. ჰყავს ორი შვილი.
  • საქართველო
  • 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, შემდგომ, კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი. 1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა თავის დაარსებულ კომპანიებს: "Georgia Arts Management" და "Gregory Vashadze and BR". 2008 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2008 წლის 1 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008 წლის 6 დეკემბრიდან დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრად 2017 წლიდან პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბწოს წევრი

ეს პერსონა
Top