ნინო კვიტაიშვილი (45 წლის)
  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
  • 26 ივლისი, 1974 წელი - დაიბადა ლანჩხუთის რაიონში
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 

  • ისტორიკოსი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ისტორიკოსი, 123-ე საჯარო სკოლის დირექტორი (2007-2014 წ.წ.), სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამის დირექტორი, შპს „თანამედროვე განათლების აკადემიის“ ხელმძღვანელი, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, საბურთალოსა (2016 წლის თბილისის თვითმმართველობის არჩევნების დროს) და ლანჩხუთი-ჩოხატაურის (2018 წლის არჩვენების დროს) მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 

  • ჰყავს შვილი - რატი კვიტაიშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს: ნიკა გვარამიასთან

  • უყვარს ძაღლები
  • ნინო კვიტაიშვილმა 20 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო 123-ე საჯარო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად. 2007 წელს გახდა ამავე სკოლის დირექტორი და 2014 წლამდე ეკავა ეს თანამდებობა. პარალელურად, მან შეძლო და სკოლის სახელით სასჯელაღსრულების დაწესებულებებში განახორციელა ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის პროგრამა. 2012-2014 წლებში იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადამისამართების ექსპერტთა საბჭოს წევრი. 2014-2015 წლებში კი მუშაობდა ამავე სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად.
    პარალელურად იყო ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ტრენერი/კონსულტანტი/ექსპერტი სამოქალაქო განათლების მიმართულებით. კერძოდ, 2013-2014 წლებში სასკოლო პრევენციული პროგრამების კომპონენტის, პროექტ „ჰარმონიას“  საზოგადოებრივი ჩართულობისა და თანამშრომლობის პროგრამა სამართლებრივი განათლების ექსპერტი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კონსულტანტი, „სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ცენტრის“ ექსპერტი/მწვრთნელი. ასევე, 2015-2016 წლებში ხელმძღვანელობდა „თანამედროვე განათლების აკადემიას“. 2015 წლიდან დღემდე არის „ინტერმედიაპლუსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. 
    2016 წელს, ის განათლების სისტემაში მოღვაწეობის პარალელურად აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში. გაწევრიანდა პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ და 2016 წელს, ჯერ თბილისის თვითმმართველობის არჩვენების დროს საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად იყრიდა კენჭს, ხოლო შემდგომ, 2018 წელს, ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ კანდიდატად. თუმცა, გამარჯვება ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლო. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top