ზაზა ბიბილაშვილი (45 წლის)
  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
  • 16 აგვისტო, 1974 წელი
  • სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. დაამთავრა აშშ-ს კანისიუს კოლეჯის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია თავისი პოლიტიკური მოღვაწეობით. იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ოპოზიციონერი და მოქმედი ხელისუფლების მოწინააღმდეგეა. ფიზიკურ აქტივობასთან ერთად, სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელიცაა და საკუთარი პოსტებით ცდილობს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ „გალაშქრებას“. მისმა ამ მცდელობებმა 2000 გამომწერიც დააკარგვინდა და როგორც, თავად აღნიშნა მის გვერდზე კიბერ-შეტევა განხორციელდა. ალბათ, „ლანძღვით“ დაღლილმა „ოცნებამ“ მსგავსი „უკანონო ხერხებით დაიწყო მის წინააღმდეგ ბრძოლა“. 20-21 ივნისის აქციის და მის გარშემო განვითარებული მოვლენები, მისთვისაც „აღმაშფოთებელი“ გამოდგა, პოსტი-პოსტს მიაწია და „ბრძოლის ფლაგმანს“ დაამსგავსა სოციალური ქსელი. მისთვის მიხეილ სააკაშვილი „თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემქმნელი და რეგიონული მასშტაბის პოლიტიკოსია, რომელიც უპირისპირდება რუსეთს და ცდილობს თავისუფლების მოპოვებას“.
    ბიბილაშვილი „რუსთავი 2“-ს „კბილებით იცავდა“ და ფიქრობდა, რომ ბიძინას მისი დახურვა სურდა.

  • ჰყავს მეუღლე - ნინია კაკაბაძე.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • იყო იურიდიული ფირმა GCG-ს და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Ernst & Young-ის ქართული იურიდიული ოფისის დირექტორი.  2005 წლიდან დღემდე არის წამყვანი ქართული იურიდიული ფირმა  BGI-ს დამფუძნებელი პარტნიორი. მუშაობდა საქართველოს იურიდიული ფირმების გამგეობის წევრად და Pro Bono საქმიანობის მიმართულების ხელმძღვანელად. იყო საქართველოს ვაგნერის საზოგადოების თავმჯდომარე.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top