ბიძინა გეგიძე (61 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის წევრი
  • 03 მარტი, 1958 წელი - დაიბადა ჩოხატაურის რაიონის სოფელ სამებაში
  • დაამთავრა ვ.ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობა

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე. იგი იყო ერთ-ერთი პირველი დეპუტატი უმრავლსობის წევრებიდან, რომელმაც განაცხადა, რომ გახარიას ადგილას ის, აუცილებლად, გადადგებოდა. ის იყო, ასევე ერთადერთი, კომიტეტის 10კაციანი შემადგენლობიდან, რომელმაც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა. პარლამენტის წევრობის პარალელურად, ის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატიცაა. გეგიძე ეწინააღმდეგებოდა მზიურსა და ვაკის პარკში მიმდინარე მშენებლობებს და მიიჩნევდა, რომ ეს ყველაფერი „სრულიად ამოვარდნილი იყო იურიდიული, მორალური და პროგრესული ჩარჩოებიდან“.

  • ჰყავს მეუღლე ეკა სხირტლაძე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 80-იან წლებში იყო რაგბის ნაკრების წევრი და წარმატებულად ასპრაზეობდა ამ სპორტში. დაარსა საქართველოს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-სი და კინოსტუდია „აისი“-ში. იყო „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილე და პარტია „ახალი მემარჯვენეების“ და საზოგადოებრივი მოძრაობების - „დაიცავი საქართველოს“ და „სახალხო პატრულის“ დამფუძნებელი. 2002 წელს გახდა თბილისის საკრებულოს წევრი. 

ეს პერსონა
Top