ლევან გოგიჩაიშვილი (38 წლის)
  • საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
  • 13 აპრილი, 1981 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურები. 2001 წელს, მანჩესტერის უნივერსიტეტში ეკონომიკის საფუძვლები შეისწავლა. 2013 წელს კი „კავკასიის სამართლის სკოლის“ დოქტორანტი გახდა.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც პოლიტიკოსი. 2016 წელს, ის „ქართული ოცნების’ სახელით საკანონმდებლო ორგანოში შევიდა. თუმცა, მათი გზები 3 წელში გაიყარა და გოგიჩაიშვილმა უმრავლესობის რიგები 2019 წლის 21 თებერვალს დატოვა. იგი ეწინააღმდეგებოდა უზენაეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას იმ შემადგენლობით, რა შემადგენლობითაც საბჭომ ის პარლამენტს წარუდგინა. ითხოვდა, მათი უვადოდ გამწესების საქმე 2024 წლამდე გადადებულიყო და მხარს უჭერდა ეკა ბესელიასა და გედი ფოფხაძეს. გოგიჩაიშვილი აღარ ერიდებოდა უმრავლესობის წევრთა კრიტიკას. დაუპირისპირდა ირაკლი კობახიძეს, ვანო ზარდიაშვილსა და ანრი ოხანაშვილს.
    რაც შეეხება, მასსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ურთიერთობას, გოგიჩაიშვილი 2004 წლიდან იბრძოდა „მიშას ხელისუფლების“ წინააღმდეგ. 2006 წელს, „თანასწორობის ინსტიტუტის“ გამგეობის წევრი გახდა, 2009 წელს კი პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს და სასჯელაღსრულების დატოვება 5 წლის შემდეგ შეძლო. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, იგი ჯერ, არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი სასჯელაღსულების სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრი.

  • ჰყავს ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2004-2006 წლებში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანაშემწის პოსტს იკავებდა.

ეს პერსონა
Top