ზურაბ მელიქიშვილი (48 წლის)
  • ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი
  • 15 თებერვალი, 1971 წელი - თბილისი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არაორგანული და ზოგადი ქიმია. შალვა ნუცუბიძის სახელობის თბილისის დამოუკიდებელი ინსტიტუტი „რიტორიკა“, სამართალმცოდნეობა.

  • იყო საქართველოს VII და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით. 2008 – 2012 წლებში იყო მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელი მდივანი.

  • მეუღლე - ნატო ბლუაშვილი, შვილები - დავით და ნინა მელიქიშვილები
  • საქართველო
  • 2007-2008 წლებში იყო საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ქალაქი რუსთავი, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი. 2004 წელს იყო რეგიონალური პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი. 2004 წელს იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე. 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, მინისტრის კაბინეტის უფროსი.

ეს პერსონა
Top