დავით გაბაიძე (39 წლის)
  • აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
  • 10 აგვისტო, 1980 წელი - დაიბადა ხულოს რაიონში
  • დაამთავრა  შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. სწავლობდა სსიპ „თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში“  სამართლის სპეციალობით. ამჟამად, არის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც იურისტი და აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა ეს თანამდებობა 2016 წელს დაიკავა. მანამდე იყო, ჯერ აჭარის რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, შემდეგ კი თავად უფროსი. მისთვის პრიორიტეტული თემებია ძეგლთა დაცვა, სპორტის და ტურიზმის განვითარება, აჭარის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და რაც, მთავარია საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები.

  • ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • დავით გაბაიძე „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ დამფუძნებელი და წევრია. მას პარტნიორებთან ერთად დაარსებული ჰქონდა საადვოკატო ბიურო სახელწოდებით - „გაბაიძე და პარტნიორები“.    იყო „მომავლის სახლისა“ და „გიგეროს“ იურისტი და „ბათუმის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ არბიტრი. დღემდე არის ევროპის რეგიონთა ასამბლეის რეგიონული ექსპერტი

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top