მერაბ კარანაძე (59 წლის)
  • აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
  • 27 იანვარი, 1961 წელი - დაიბადა ბათუმში, სოფელ თხილნარში
  • სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტზე. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ხელვაჩაურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, აბაშიძის მთავრობის მაღალჩინოსანი (ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოსა და აჭარის ა/რ - ის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე) და აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი/დირექტორის მოადგილე. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მერაბ კარანაძე 1992-1994 წლებში ხელვაჩაურის რაიონის საკრებულოს მდივანი, ხოლო 1994-2004 წლებში აჭარის ა/რ-ის ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2004 წლიდან აჭარის ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა. იგი ჯერ, არხის დირექტორი (2004 წ.), ხოლო შემდგომ დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა (2007-2011 წ.წ.). ტელევიზიის ხელმძღვანელად ყოფნის პერიოდში, 2004 წელს, მან არხიდან გაათავისუფლა ნინო კვირიკაძე, რომელმაც ეს ფაქტი უკანონო ქმედებად შეაფასა და კარანაძეს სასამართლოშიც კი უჩივლა. 2011 წელს კი, როდესაც აჭარის ტელევიზიის წინ საპროტესტო აქციები იმართებოდა ეთერის „დათმობის“ მოთხოვნით, გავრცელდა ხმები, რომ კარანაძემ მის თანამშრომლებს (რომელიც ამ დროისთვის არხის დირექტორის მოადგილე იყო), აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულა და ისინი დააპატიმრებინა. თუმცა, კარანაძე ამ ფაქტს უარყოფდა და აცხადებდა, რომ მან მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებამდე მიაცილა ტელევიზიის ოპერატორები. 2012 წელს, აჭარის ტელევიზიიდან წამოსვლის შემდეგ, ის აჭარის ა/რ-ის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა. 2016 წელს, კი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ის ხელვაჩაურის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დაასახელა. იგი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრიც გახდა და მოადგილის თანამდებობაც დაიკავა. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top