ცოტნე ანანიძე (32 წლის)
  • აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი
  • 01 აგვისტო, 1987 წელი - დაიბადა ქობულეთში
  • 2004-2008 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2008-2013 წლებში კი ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა მაგისტრის ხარისხი სისხლის სამართლის მიმართულებით.

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. მისი სამუშაო პროფილი საკმაოდ მრავალფეროვანია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ანანიძე ძირითად ყურადღებას ამახვილებს და ხშირად საუბრობს პენიტენციურ დაწესებულებებზე, პატიმრებზე და ციხეებში არსებულ პრობლემებზე. 2017 წელს ანანიძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.  კიევი-ოდესის რეისზე მყოფმა მგზავრმა სამოყვარულო კამერით გადაღებული  ვიდეო გაავრცელა, სადაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატსა და ექსპრეზიდენტს შორის მწვავე კამათია ასახული. ანანიძე სააკაშვილს 2011 წელს აჭარის ტელევიზიის პიკეტირებისთვის მისი დაპატიმრების, ციხის ამბებისა და დაჭერების ამბავს ახსენებს, რაზეც საქართველოს მესამე პრეზიდენტს საკმაოდ მწვავე რეაქცია აქვს და დეპუტატს შეურაცხყოფას აყენებს.   ნაციონალების დროს დაკავებულმა ანანიძემ ციხეში ორი წელი დაჰყო და 2012 წლის დეკემბერში „ოცნებამ“ ის პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი ფეისბუქ ექაუნთიდან გამომდინარე, აღსანიშნავია რომ, უყვარს სელფების გადაღება. ხშირი და მეგობრული ურთიერთობა აქვს ჯგუფ „ქუჩის ბიჭებთან“, ნინი ქარსელაძესთან და ხათუნა ჟორდანიასთან. ასევე, მისი ფოტო გალერეა საკმაოდ მდიდარია ცნობილ ადამიანებთან გადაღებული სურათებითაც, განურჩევლად სტატუსისა თუ თანამდებობისა. საყვარელი ფრაზა „მტრებს მათ ჩემს მეგობრებად ვაქცევ“.
  • 2010-2011 წლებში ანანიძე პოლიტიკური გაერთიანება „დემოკრატიული მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2013 წლიდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და აჭარის ტელევიზიაში თოქ-შოუ „სამართალი ხალხისთვის“ ავტორი და წამყვანი გახდა. 2014-2016 წლებში სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს“ პოლიტიკური და თოქ-შოუს „პირისპირ“-ის ავტორისა და წამყვანის პოზიციას იკავებდა. ამ პერიოდში, ამავე მაუწყებლობის დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობასაც ითავსებდა.  

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top