ბესიკ ამირანაშვილი (34 წლის)
  • სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი
  • 28 აგვისტო, 1985 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • 2007 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი

  • იურისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი. თუმცა, წლების განმავლობაში მას სხვადასხვა პოზიცია ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში. 2007 წლიდან 2018 წლამდე ამირანაშვილმა 13 სამუშაო ადგილი გამოიცვალა და მთელი საქართველოს მასშტაბით განსხვავებულ თანამდებობებზე იმუშავა. მისი კარიერული გზა თბილისში იღებს სათავეს. საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო უშიშროების ინსპექტორობიდან, დაახლოებთ 10 წელში, გუბერნატორის პოზიციას იკავებს.  2016 წელს ამირანაშვილი შიანაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე იყო. სწორედ, ამ პერიოდში მისმა მხარდამჭერებმა და გულშემატკივრება გააკეთეს ფეისბუქ გვერდი სახელწოდებით „ბესიკ ამირანაშვილის ერთგული მეგობრები“. გვერდის შემქნელთა თქმით,  მისი კონცეფცია და მიზანი იყო ამირანაშვილის დადებით პიროვნულ მახასიათებლებზე ხაზგასმა და მისი პიროვნების სხვა (პოზიტიური) კუთხით წარმოჩენა.

  • ჰყავს მეუღლე და ვაჟი გიორგი ამირანაშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • ამირანაშვილი 2008 წლიდან შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი იყო.  შემდგომ, ამავე უბნის მეორე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი გახდა.  2009-2011 წლებში თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობას იკავებდა. 2011 წელსვე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციაზე დასაქმდა. ერთ წელში, სამუშაო ლოკაცია შეიცვალა და ახლა უკვე კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეობა შეითავსა.  ხოლო, 2013-2014 წლებში მოადგილის თანამდებობიდან სამმართველოს უფროსის თანამდებობა დაიკავა. 2014-2015წწ. უკვე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე გადავიდა. 2015 წელს კი, აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსი, ხოლო მალევე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გახდა. 

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top