რამაზ ბუდაღაშვილი (49 წლის)
  • გარდაბნის მერი
  • 17 დეკემბერი, 1969 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტი. „ინფო რუსთავის“ ცნობით, ბუდაღაშვილი 18 წელი სტუდენტი იყო. კერძოდ, მან უნივერსიტეტში 1987 წელს ჩააბარა და მხოლოდ, 2005 წელს შეძლო მისი დამთავრება

  • საავტომობილო ტრანსპორტის სპეციალისტი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც გარდაბნის მერი. გარდაბნის სოფელ თელეთში მცხოვრები მოსახლეობის თქმით, იგი კორუმპირებული მაღალჩინოსანია, რომელმაც მიითვისა სოფლისთვის გამოყოფილი თანხები, გაყიდა სოფლის სარწყავი მილები და თაღლითურად ჩაატარა ტენდერები. მან, ასევე დეკემბრის თვეში 3ჯერ აიღო მისივე ხელფასის ოდენობის თანხა.
    კარიერა ზეინკლობით დაიწყო და ამჟამად მერის პოზიციაზე მუშაობს. იყო გარდაბნის ავტოსატრანსპორტო საწარმოს მექანიკოსი. 2002 წელს გახდა თელეთის თემის საკრებულოს მდივანი და დეპუტატი. მოგვიანებით გამგებელი და ტერიოტრიული ორგანოს რწმუნებული. იკავებდა გარდაბნის 21-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობას. 

  • ჰყავს მეუღლე და ორი შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2007–2012 მუშაობდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო კეთილმოწყობისა და კომუნალური მეურნეობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top