ბაია დვალიშვილი (59 წლის)
  • მსახიობი, ტელეწამყვანი
  • 21 აგვისტო, 1960 წელი
  • დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მსახიობი და მსახიობ მარინა თბილელის ქალიშვილი. ბავშვობიდან მორცხვი ბაიასთვის მსახიობობა ცხოვრების მთავარი მიზანი იყო. მიუხედავად მამის წინააღმდეგობისა, თეატრალურ ინსტიტუტში მაინც ჩააბარა და 18 წლის მანძილზე რუსთაველის თეატრის სცენაზე თამაშობდა. 1997 წლიდან კი თეატრალურ სარდაფში გადავიდა. აცხადებდა, რომ ის უფრო „ანდერგრაუნდის“ მსახიობი იყო, ვიდრე აკადემიური თეატრის. სწორედ, ამიტომ მიატოვა რობერტ სტურუა და იმ მიმართულებას გაჰყვა, რომელიც მისი აზრით გარემოს შესაფერისი იყო. ხშირად, აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირს და მისი თაობის ბევრ მანკიერ თვისებას, ბავშვობის ცუდ პერიოდს, რომლის გახსენებაც არ სურს, სწორედ მასთან აკავშირებდა. თეატრის გარდა, პარალელურად თამაშობდა ფილმებში. მისი კარიერა „კუჩხი ბედნიერის“ ეპიზოდური როლიდან იწყება. მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც სამუშაოს გარეშე დარჩა, როდესაც იღვიძებდა და დღის არანაირი გეგმა და მიზანი არ ჰქონდა. ამ „შავბნელი დღეებიდან“ თავის დასაღწევად, მან და მისმა მეგობარმა ნინო არსენიშვილმა თოჯინების კეთება დაიწყეს, რომლებსაც შარდენზე ყიდდნენ. იმდენად კარგად განვითარდა მათი საქმე, რომ ბოლოს გამოფენებსაც აწყობდნენ და ნამუშევრებს 1200 დოლარადაც კი აფასებდნენ. 
    რამდენიმე წელია, რაც „ფორმულა კრეატივთან“ და „რუსთავი 2“-თან თანამშრომლობს. „ჩემი ცოლის დაქალებში“ ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობდა. ნელიკო ყველასთვის საყვარელი და თბილი პერსონაჟი იყო. პარალელურად, გადაცემა „სხვა შუადღის“ ერთ-ერთი თანაწამყვანიცაა. იშვიათად საუბრობს პოლიტიკაზე, მაგრამ არასდროს მალავს, რომ ხელისუფლების მოწინააღმდეგეა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წელიწადს ყოველთვის პოზიტიურად აფასებს. ყველაზე მეტად, რაც აწუხებს რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაა და პოლიტიკაზე საუბრისას, ყოველთვის ამ თემაზე აქცენტირდება.

  • ჰყავს მეუღლე და ქალიშვილი. პირველად ოჯახი 17 წლისამ შექმნა. მისი პირველი მეუღლე მსახიობი მურმან ჯინორია იყო. თუმცა, წელიწადნახევარში ოჯახი დაენგრა და დიდი ხნის მანძილზე აღარ დაქორწინებულა. დედა - მარინა თბილელი ცნობილი ქართველი მსახიობია, ხოლო მამა - აკაკი დვალიშვილი კინემატოგრაფიის მინისტრი იყო. 

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მეგობრობს ნინო არსენიშვილთან, ნანა ლაგვილავასთან, ლევან წულაძესთან...

  • უყვარს ფერწერა, მოგზაურობა. ნანობს, რომ ახალგაზრდობაში არ მიიღო ის განათლება, რაც მისთვის საჭირო იყო. არ ისწავლა სხვადასხვა სპეციალობა, უცხო ენები...უყვარს სამზარეულოში ტრიალი, საჭმლის მომზადება.
  • ბაია დვალიშვილი 21 ფილმშია გადაღებული.

ეს პერსონა
Top