მამუკა ბახტაძე (37 წლის)
  • საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
  • 09 ივნისი, 1982 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მიკროეკონომიკის ფაკულტეტი. ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - ელექტრომექანიკური ინჟინერია. ფლობს მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. 2010 წელს INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ის კვალიფიკაცია.

  • მენეჯერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი. რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა მინისტრადაც. მთავრობის მეთაურად დანიშვნამდე ზოგიერთი კვლევა აჩვენებდა, რომ ის მოსახლეობაში ნაკლებ ცნობადი სახე იყო.
    ჭარბვალიანობასთან ბრძოლის ინიაციატივით მოსული პრემიერი, ბოლო დროს რამდენჯერმე გახდა ოპოზიციისა და ბიზნესის კრიტიკის საგანი საკრედიტო მიმართულებით რეგულაციების დაწესების გამო. ფინანსთა მინისტრად დანიშვნის დღიდან, მისი მთავარი პრიორიტეტები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება იყო, ამ პოსტზე მუშაობა დიდხანს არ დასცალდა, ამიტომ საკუთარი მიზნების განხორციელება პრემიერ-მინისტრის რანგში გადასვლის შემდეგ გააგრძელა. ამჯერად, მისი სამოქმედო გეგმა გაფართოვდა და მას განათლების სისტემის რეფორმა, სიღარიბის აღმოფხვრისაკენ ბრძოლა და ოკუპაციის საკითხის მოგვარება დაემატა. გასული წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მისი გამოსვლა, სწორედ აფხაზეთისა და ოსეთის თემატიკას შეეხებოდა. პატრიოტულ ნოტაზე განწყობილი პრემიერი, რამდენიმე თვეში პარლამენტში სამუშაო ვიზიტებით, ხშირად სტუმრობს ამერიკის შეერთებულ შტატებს. კალიფორნიაში, ერთ-ერთი მიღების დროს, მან მსმენელს 3 რიცხვი შესთავაზა, რომლითაც იგი საქართველოს დაამახსოვრებდა მათ. 1, 28 და 8000. მრავალსაუკუნოვანი ქვეყნის პრიორიტეტებად, პრემიერმა პირველი ქალი პრეზიდენტის არჩევა, 28 წლიანი თავისუფლება და საქართველოს ღვინის ქვეყნად აღიარება დაასახელა. რიცხვებისა და მოვლენების კავშირებზე აქცენტირება რამდენად დაამახსოვრებს ამერიკელებს ჩვენს ქვეყანას ცალკე საკითხია, მაგრამ ბახტაძის ეს ინიციატივა ნამდვილად აღნიშვნის საგანია, რათა უკეთ გავერკვეთ ქვეყნის პირველი პირის ფასეულობებში.

  • დასაოჯახებელი. მამა - გივი ბახტაძე, დედა - მანანა ნანიტაშვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი მეგობრების თქმით, უყვარს ფეხბურთი და რაგბი. ბავშვობაში თავადაც აქტიურად იყო რაგბის მიმდევარი, რაზეც მისი სპორტული აღნაგობაც მიგვანიშნებს. არაფორმალურ გარემოში იშვიათად ჩნდება, მისი ცხოვრების დეტალები ნაკლებადაა ცნობილი და საზოგადოებისთვის ძირითადად, მხოლოდ სამუშაო გარემოსთან აფილირდება.
  • კარიერა 2005 წელს დაიწყო. თავდაპირველად, ის „საქართველოს რკინიგზაში“ პროექტების მენეჯერად მუშაობდა. 2007-2008 წლებში იყო სასტუმროების ქსელის „რჩეულის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ასევე, საერთაშორისო ელექტრონული კორპორაციის გენერალური დირექტორის თანამდებობასაც იკავებდა. იყო შპს „ჯორჯია ტრანზიტის“ და შპს „ჯიარ ტრანზიტ ლაინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრიც. მინისტრის ბიოგრაფიის მიხედვით, იგი 2008-2010 წლებში არსად არ იყო დასაქმებული, თუმცა ირკვევა, რომ ამ პერიოდში იგი „ცენტრ პოინტ ინვესტის“ დირექტორად დაინიშნა. ეს კომპანია ეკუთვნოდა მაია რჩეულიშვილს, ისევე, როგორც სასტუმროების ქსელი „რჩეული“, სადაც ბახტაძე 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2012 წლის 2 აგვისტოს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ პრემიერმა 20 000 ლარი შესწირა. „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ, 2013 წელს ის „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი გახდა. როდესაც, ჟურნალისტმა კითხვა დაუსხვა ბიძინა ივანიშვილს აპირებდა თუ არა ის, ბახტაძის დანიშვნას მაღალ თანამდებობაზე, ივანიშვილის პასუხი ასეთი იყო - „თქვენ კარგად მიკარნახეთ, მამუკა ნადმვილად კარგი ბიჭია“. რკინიგზის დირექტორად დაახლოებით, 4 წელი იმუშავა, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის თანამდებობა მოირგო და შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი შეცვალა.

ეს პერსონა
Top