ბახვა ბრეგვაძე (33 წლის)
  • მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტი, მსახიობი, გამომცემელი, ტელეწამყვანი
  • 17 ივნისი, 1986 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში და მოიპოვა საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. დაამთავრა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. საგანმანათლებლო საქმიანობა განაგრძო საფრანგეთის კინემატოგრაფიის სკოლაში და ასევე, ამსტერდამის უნივერსიტეტში Start up and Scale up -ის გამოყენებით მეცნიერებებზე. სწავლობდა ბიზნესსა და მარკეტინგს კავასიის უნივერსიტეტში.

  • მარკეტინგის მენეჯერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მსახიობი. მან ითამაშა ერთ-ერთ რეიტინგულ და ყველასთვის ცნობილ სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“. ანსახიერებდა საკუთარ თავს „ბახვას“. იყო „ჩვენ ვარსკვლავები ვართ“ და „იქს ფაქტორის“ წამყვანი. იგი ამ ამპლუას ხშირად ირგებს და მიჰყავს სხვადასხვა ღონისძიებები თუ კონცერტები. ამჟამად, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემის „იმედის დილის“ თანამშრომელი და წამყვანია. მისი ვოქს-პოპები, საკმაოდ საინტერესო და დასამახსოვრებელია მაყურებლისთვის. მხიარული, პოზიტიური და ენერგიული ბახვას ყურება დილის ეთერს სხვა ელფერს სძენს და მისი დადებითი ემოციებიც მაყურებელს ამაღლებულ განწყობას უქმნის.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს დილით ადგომა, მზის ამოსვლის ყურება და მუსიკის მოსმენა, ასევე მოგზაურობა. სურს, რომ დაამახსოვრდეს ადამიანებს, როგორც ნიჭიერი და წარმატებული კაცი. ხშირად, ამბობს ფრაზებს: „მადლობა“ და „როგორ ხარ“. მისი სისუსტეა ჭამა. წონის სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ამის გამო ჯარშიც კი „დაიბრაკა“. თუმცა, ამ პრობლემის გადალახვა შეძლო და ახლა შესანიშნავ ფორმაშია. ბავშვობიდან აკომპლექსებდა დიდი ყურები და ამიტომ, მისი პლასტიკური ოპერაციაც კი გაიკეთა. წინა ცხოვრებაში იქნებოდა ევროპული კინოს კაშკაშა ვარსკვლავი.
  • 2007 წლიდან იყო „სარაჯიშვილის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი. 2014 წელს პარტნიორებთან ერთად დააფუძნა გამომცემლობა „რედაქცია N3”, რომელიც აერთიანებს ჟურნალებს: „კულინART“, „თორმეტი“, Georgia To See და Forbes (Woman). მონაწილეობდა ფილმებში: „სუბორდინაცია“, „აუტანელი არდადაგები“ და „ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა“.

ეს პერსონა
Top