ლუკა გვაზავა (26 წლის)
  • სოციალური მედიის მენეჯერი
  • 01 მაისი, 1993 წელი
  • დაამთავრა დემირელის სახელობის კოლეჯი.

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც ფეისბუქ გვერდის „დრო მიდის, კადრები კი რჩება“-ს და „მერაკის“ დამფუძნებელი. 2013 წელს, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მიხვდა რომ, უნივერსიტეტს მის ცხოვრებაში არანაირი როლი არ ჰქონდა, ამიტომ მიატოვა სწავლა და მუშაობა დაიწყო. მეგობრებთან ერთად შექმნა პატარა ციფრული მარკეტინგული კომპანია და გახდა Inspiration Marketing-ის პარტნიორი. მალევე, დაარსა გვერდი „დრო მიდის, კადრები კი რჩება“ და მომხმარებელს შესთავაზა საინტერესო კადრები და ისტორიები. გვერდმა 300 ათასზე მეტი გამომწერი დააგროვა, საზოგადოების სიყვარულიც დაიმსახურა, რის შედეგადაც გაჩნდა წიგნის გამოცემის იდეა. 2016 წელს, მართალც ჩაეშვა წიგნი გაყიდვაში, სახელწოდებით „დრო მიდის, კადრები კი რჩება“, და მალევე, ბესტსელერიც გახდა. ლუკა, ამჟამად,  live.ge-ს პროექტის მენეჯერი და betlive.com-ის სოციალური მედიის მენეჯერია. იგი არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც შეძლო გადაცემა „ცოდნა ფულია“-ში მანქანისა და თანხის ერთდროულად მოგება. რაც შეეხება, მის პოლიტიკურ ორიენტაციას, იგი სოციალურ ქსელში, მსგავსი შინაარსის პოსტს აქვეყნებს: „არც ნაცი ვარ, მითუმეტეს არც ქოცი. ერთადერთი, რაც ჩემს თავზე შემიძლია ვთქვა ისაა, რომ ორგანულად განვსხვავდები რუსული ანუ საბჭოთა ხედვებისაგან, შესაბამისად მძულს რუსეთი, სახელმწიფო, მთავრობა და იმპერიალისტი მოსახლეობა...“ - წერს ის.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • უყვარს ფეხბურთი და გულშემატკივრობს „მანჩესტერის“ გუნდს.
  • იყო „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის“ პროექტ „ეკვილიბრიუმის“ მენეჯერი, მუშაობდა „დავით დავარიშვილის“ კლინიკაში სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top