გიორგი გიორგანაშვილი (39 წლის)
  • მსახიობი
  • 11 იანვარი, 1980 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ექსპერიმენტულ ჯგუფში და ვირსალაძის სახელობის ხელოვნების სკოლაში

  • მსახიობი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც მსახიობი და ტელეწამყვანი. გიორგი გიორგანაშვილი, იგივე „ბახალა“ ფართო საზოგადოებამ გადაცემა „იმღერე რამე“-დან გაიცნო. მას 3 წლის განმავლობაში მიჰყავდა ეს ტელეპროექტი და საკმაოდ, დიდი წამრმატებაც მოუტანა მას. თამაშობდა თბილისის სხვადასხვა თეატრებში, ფილმებში, სერიალებში. მაგ. სერიალ „ქერჩში“, „ტფილისში“, „პანიკის გარეშე“-ში და ა.შ. 2017-2018 წლებში, იგი პოლიციამ რამდენჯერმე დააპატიმრა ნარკოტიკების  შენახვა-შეძენისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით. სასამართლო პროცესების პარალელურად, იმართებოდა ქუჩის აქციები „ბახალას“ მხარდასაჭერად. მას უვადო პატიმრობაც კი ემუქრებოდა, მაგრამ საბოლოოდ, სასამართლომ ჯგუფური ორგანიზებისა და საქართველოში ნარკოტიკების უკანონოდ შემოტანის მუხლში გაამართლა. მაგრამ, 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა ნარკოტიკების უკანონოდ შენახვა-შეძენის ბრალდებით.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. მისი ბიძა - რეზო ჩხიკვიშვილი მსახიობი იყო და ამ ფაქტმა, მასზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. ფიქრობს, რომ ყოველწლიურმა გასტროლებმა და სხვადასხვა ფესტივალებში მონაწილეობამ მის პროფესიაზე დადებითად იმოქმედა და წარმატებულ მსახიობად ჩამოაყალიბა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top