ალექსანდრე ასათიანი (47 წლის)
  • GeoLab-ის დირექტორი
  • 15 სექტემბერი, 1972 წელი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც GeoLab-ის დირექტორი, ქართველი დეველოპერი. იგი ამ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. ის, როგორც დირექტორი, ასევე დამფუძნებელიცაა. მისი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად აქვეყნებს სტატიებს სხვადასხვა ვებ-გვერდებზე. წერდა „ლიბერალზე“, სადაც მომხარებელს სთავაზობდა განსხვავებულ თემებს, ტექნოლოგიებზე, მათ განვითარებებსა თუ თანამედროვე გამოწვევებზე. მაგ. „რეალური ბრძოლის ვირტუალური ველი“, როგორ შეცვალა ლიტერატურა ახალმა ტექნოლოგიებმა“ და ა.შ. ასევე, საიტ mastavlebeli.ge-ზე ქვეყნდებოდა მისი მასალები, რომელიც შეეხებოდა ბავშვებს, კიბერდანაშაულს, ელექტრონული წიგნების პლატფორმას, კომპიუტერულ ენებს და ა.შ. დღემდე, „რადიო თავისუფლების“ საიტზე იდება მისი პოდკასტები, განათლებაში თანამედროვე მიდგობეზე და მათი საშუალებით ბავშვებთან მუშაობაზე.

  •  ჰყავს ქალიშვილი თამთა ასათიანი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • მისი ინტერესების სფეროა: ონლაინ კომუნიკაცია; სოციალური მედია; ხელოვნური ინტელექტი და განათლების სიტემები.
  • იგი სოციალური მედიის პირველი ქართულენოვანი სახელძღვანელოს ავტორია და ასევე, თანაავტორი წიგნებისა: ”ახალი მედია ჟურნალისტებისათვის”, “ვიდეო ადვოკატირება” და სხვა. მისი პროექტებია: saba.com.ge, cybegala.me, kavshirebi.ge და სხვა. 2013 წლიდან დღემდე - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ-პროფესორია. 2009 წლიდან - კითხულობს ლექციებს სვხადასხვა უმაღლეს სახელმწიფო თუ კერძო სასწავლებელში. მაგ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოების საქმეთა ინსტიტუტში, კავკასიის უნივერსიტეტში და ა.შ.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top