ქეთევან ბოჭორიშვილი (38 წლის)
  • "ანაკლია სითის" აღმასრულებელი დირექტორი
  • 12 თებერვალი, 1981 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხური გაიარა საერთაშორისო და რეგიონულ კონფლიქტებში. დაამთავრა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებები. ასევე, იტალიაში „ბოკონის“ მენეჯმენტის სკოლაში სწავლისას მოიპოვა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო საჯარო მენეჯმენტში

  • ეს პერსონა ცნობილია, როგორ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი. იყო საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელიც. ამ თანამდებობებზე ყოფნისა და შვიდწლიანი მუშაობის პერიოდში, მან გაატარა კერძო სექტორის განვითარებისკენ მიმართული არაერთი რეფორმა.  მოიზიდა მრავალმილიონიანი უცხოური ინვესტიციები. ხელი შეუწყო ექსპორტისა და ტურიზმის განვითარებას. მისი გუნდის ინიციატივით განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში“, „უმასპინძლე საქართველოში“ და „გადაიღე საქართველოში“.
    ამჟამად. „ანაკლია სითის“ პროექტს უძღვება და თვლის, რომ ეს მთლიანად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო ბიზნესგარემოს. მისი აზრით, ეს არის სპეციალური ეკონომიკური ზონა, რომელიც აძლევს ქართულ კომპანიებს შესაძლებლობას გააფართოონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობა. თუმცა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, არატრანსფარენტული გარემო და კონკრეტულ პროექტებზე მიზანმიმართული ზეწოლა, ბოჭორიშვილის თქმით, უარყოფითად აისახება ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე.

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • საზღვარგარეთ პირველად 1997-1998 წლებში, „მომავალ ლიდერთა გაცვლითი“ პროგრამით აღმოჩნდა. ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი გარდატეხა, სწორედ, ამერიკამ მოახდინა. რამდენიმე წელი ხელმძღვანელობდა ამავე პროგრამის კურსდამთავრებულთა ასოციაციას და „გიჟური იდეები“ ყველაზე მეტად მაშინ იყრიდა თავს. მუშაობდა ამერიკულ საბჭოებში და იტალიის საკონსულტაციო კომპანიაში. საქართველოში დაბრუნებისთანავე, „ფონდ ათასწლეულის გამოწვევა საქართველოში“ დაიწყო მუშაობა.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top