დავით გოგიჩაიშვილი (43 წლის)
  • "ღამის შოუს სტუდიის" გენერალური დირექტორი
  • 23 დეკემბერი, 1975 წელი - დაიბადა ქალაქ თბილისში
  • დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის და ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტები. სწავლობდა როტერდამის უნივერსიტეტში - მენეჯმენტს, პენსილვანიის უნივერსიტეტში - მედიის შესავალსა და ოჰაიოს უნივერსიტეტში - მედიის მენეჯმეტს.

  • მენეჯერი
  • ეს პერსონა ცნობილია, როგორც „ღამის შოუ დავით გოგიჩაიშვილთამ ერთად“ წამყვანი და პროდიუსერი. კარიერა 1994 წელს დაიწყო „რადიო 105“-ზე, როდესაც მსმენელმა ის „დიჯეი დათოს სახელით“ გაიცნო. იყო „პირველი არხისა“ და „მეორე არხის“ ჟურნალისტი, საბოლოოდ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და „ემ-ბი-სი“-ში განაგრძო მუშაობა. იგი, ამავე სამუწყებლო კომპანიის ამერიკული გვიანი საღამოს იუმორისტული ტელე-ფორმატების საქართველოს ტელე-ბაზარზე  ადაპტირების ავტორი გახდა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ, „ღამის შოუს სტუდია“ დააფუძნა. შექმნა საავტორო იუმორისტული გადაცემა, რომელიც „რუსთავი 2“-ზე კვირაში ერთხელ გადიოდა და საკმაოდ, დიდი რეიტინგიც ჰქონდა. დახვეწილი იუმორით და ახალი ინოვაციური წამოწყებით მალე უამრავი მაყურებელი შემოიკრიბა გარს და  დიდი სიყვარულიც დაიმსახურა მომხმარებლებს შორის. არხიდან წასვლის შემდეგ, მან თავის მემკვიდრედ ვანო ჯავახიშვილი დაასახელა, თავად კი აკადემიურ საქმიანობას შეუდგა. ასწავლის კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში და ვებსტერის უნივერსიტეტში. ატარებს ტრენინგებს, საჯარო ლექციებს მენეჯმენტსა და სხვა მსგავს თემებზე.

  • ჰყავს მეუღლე და შვილი

  • არის საქართველოს მოქალაქე
  • 2003 წლიდან არის „ღამის შოუს სტუდიის“ გენერალური დირექტორი. ცნობილი ტელეპროექტების „შაბათის შოუს“, „კანდიდატის“, „ჯეოსტარი 2006“-ის და ტელე-სერიალ „შუა ქალაქში“-ის პროდიუსერი. არის ედმუნდ მასკის სტიპენდიანტი.

არ არის პოსტი
ეს პერსონა
Top